ევროპარლამენტარები: დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ შედგება, რადგან პაპუაშვილმა დრო არ გამონახა
ევროპარლამენტარები, რომლებიც ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები არიან, აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტი პროცესის დაწყებას აჭიანურებს. მათი თქმით, საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო არ გამონახა.
"პოლარიზებულ საქართველოს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მოქმედი პარლამენტი მრავალი გამოწვევის დასაძლევად. ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყოს პარტიებს შორის დიალოგს. სამწუხაროა, რომ პარლამენტი ჟან მონეს დიალოგის დაწყებას აჭიანურებს", — წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ერთ-ერთ ფასილიტატორია.
კრამონი აქვეყნებს საერთო განცხადებას, რომელშიც ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ "არ არის შესრულებული აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად".
"როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ შედგება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტი მიმართული იყო, საქართველოს პარლამენტთან ერთად შეესწავლა შესაძლებლობები ჟან მონეს დიალოგის პროცესის დასაწყებად, რისი მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ინტერპარტიულ დიალოგს უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის მშენებლობაში", — აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ისინი განმარტავენ, რომ ჟან მონეს დიალოგის პროცესი მედიაციის მოქნილი და გამოცდილი ინსტრუმენტია, რომელის ფარგლებშიც შესაძლებელია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება. ისინი მზაობას გამოთქვამენ, გააგრძელონ ეს პროცესი და სთვაზობენ პარლამენტს, მოამზადოს საფუძველი უახლოეს მომავალში დასაწყებად.
"გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული და მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და წინსვლის ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განსავითარებლად. ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს, ვთავაზობთ პარლამენტს მოამზადოს საფუძველი ჟან მონეს დიალოგის პროცესის უახლოეს მომავალში დასაწყებად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟან მონეს დიალოგის ფორმატის შექმნა ევროკავშირმა პარტიებს 2021 წლის 31 მარტს, ფასილიტაციის დროს შესთავაზა. ევროპარლამენტმა 23 ივნისს ამ პროექტის თანაფასილიტატორებად მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და მირიამ ლექსმანი დანიშნა. მაშინ მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი ხელს შეუწყობენ დიალოგის დაწყებას და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები