გია ვოლსკი

22 Jan. 2022, 20:35

არ არის აუცილებელი ამ მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და არანაკლები უკრაინისა საფრთხეები ემუქრება, მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან წამოყივლებები, რომლებმაც საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციას დაუთმო და წინაპირობა შექმნა ოკუპაციის.

აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი, გია ვოლსკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. 20 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიმართ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. მანვე თქვა, რომ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებზე "შეჯერდებიან" და კონსულტაციები ექნებათ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ

რა ხდება: ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციის მონაწილეები კვლავ მსვლელობას მართავენ. ისინი…