დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საბჭოს მიმართეს, რომ პირველი თებერვლიდან უსიმპტომო ადამიანების ტესტირება დროებით შეაჩერონ და მეტი ყურადღება გამახვილდეს სიმპტომებიან ადამიანებზე.

"დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან დროებით სამედიცინო პერსონალის გარდა უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სიმპტომებიანი ადამიანები ყველა სასურველია, რომ გაიტესტოს, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით რომელიც დღეს დადგენილია", — აცხადებს ის.

მისი თქმით, სიმპტომების ქონის შემთხვევაში ტესტირების მიუხედავად სასურველია, რომ ადამიანები გადავიდნენ 8-დღიან იზოლაციაში.