მწვანე პასპორტზე გამყრელიძის განცხადების შემდეგ NCDC დამატებით განმარტებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აქვეყნებს. NCDC ამბობს, რომ მწვანე სტატუსს და კოვიდ პასპორტს ის პირები მიიღებენ, რომელთა ტესტის პასუხი 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში არ ასახულა. გამყრელიძემ კი თქვა, რომ სიმპტომიანი პირი, რომელიც არ გატესტილა, თუმცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, კოვიდპასპორტის მიიღებდა.
NCDC-მა მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანება გამოაქვეყნა.
"მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი", — წერია ბრძანებაში.
მათი განცხადებით, ის ადამიანები, ვისი ტესტის პასუხიც არ არის ასახული ბაზაში, კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და მწვანე ბარათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:
- აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში;
- COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
- იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ელექტრონულ ბაზაში;
ბრძანებაში ნათქვამია, რომ თუ პირი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.
დღეს, 25 იანვარს გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ თუ პირს აქვს სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს და არის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ შემთხვევაში ტესტის გაკეთების გარეშეც, მას კოვიდპასპორტში აესახება ინფიცირება და მიიღებს მწვანე სტატუსს.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები