10 გიფი, რომელიც წვეულებაზე მყოფ ინტროვერტებს ზუსტად აღწერს
ხალხმრავალი შეკრებები ინტროვერტებისთვის ხშირად ზედმეტად დამთრგუნველია. განსაკუთრებით ისეთი წვეულებები, სადაც უმრავლესობას არ იცნობ, ხმაურია, სივრცე გადაჭედილია და ლამის კლაუსტროფობია გიტევს. ასეთ დროსტარებას ინტროვერტები ხშირად შინ ყოფნას ამჯობინებენ ხოლმე.
თუ სახლიდან გასვლის შემდეგ არაერთხელ გინანია მეგობრისთვის ან საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, რომ ხალხში გაერეოდი, მაშინ ეს სტატია შენთვისაა.
ქვემოთ იმ 10 გიფს წარმოგიდგენთ, რომლებიც ერთი ერთში აღწერს ყველა სიტუაციას, რომელთაც ინტროვერტები წვეულებებზე ეტაპობრივად გადიან.
1. ერთადერთ ნაცნობს არ შორდები
სხვას არავის იცნობ და აბა როგორ, უცხოებს ხომ არ გამოელაპარაკები?! თუმცა, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ გაუგონარ ალიაქოთში ერთხელ მოდუნდე და შენი მეგობარიც აორთქლდეს, რის გამოც მაინც მოგიწიოს უცხოებისთვის იძულებით ხმის გაცემა.
2. სასოწარკვეთილი ცდილობ, სასაუბრო თემა შეარჩიო
რაში გეტყობა სასოწარკვეთილება? როცა ამინდზე იწყებ ლაპარაკს.
3. უხერხული სიჩუმე
ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, ახლა რა თქვა და გგონია, რომ სიტყვის სიტყვაზე გადაბმას საუკუნეებს ანდომებ.
4. ოთახის კუთხეში განცალკევებით ყოფნა
რაღაც მომენტში იმაზე ფიქრი გაშფოთებს, მეტისმეტად მარტოსული ხომ არ ჩანხარ, ამიტომ ცდილობ, სხვებს აფიქრებინო, რომ ძალიან კარგადაც ერთობი. თუმცა შემდეგ შენი ეს მცდელობა გვერდიდან კიდევ უფრო უცნაური სანახავი გეჩვენება და ამაზე ღონდები.
5. იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, სახლში რომ დავრჩენილიყავიო
სახლი, საძინებელი, ლოგინი, სიჩუმე, შოკოლადები, პიჟამა, სერიალი...
6. თავს აჩვენებ, რომ ვიღაცას წერ
სულ ვიღაცას ხომ არ მიაშტერდები, ამიტომ თავს ისე აჩვენებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ან სახალისო მიმოწერა გაქვს ვიღაცასთან მობილურში.
7. სოციალური მედიის თვალიერებას იწყებ
როცა მიმოწერის წარმოდგენა გბეზრდება, ნებდები და უბრალოდ უცხოების ფოტოებს ათვალიერებ ინსტაგრამზე ან ვიღაცების ფეისბუქსტატუსების კომენტარებს კითხულობ ძალიან სერიოზული სახით.
8. შინაურ ცხოველს თუ გადააწყდი, შენზე ბედნიერი არავინ იქნება
თუ ვიღაცის სახლში მობინადრე ცხოველს გადააწყდი, უკვე ზუსტად იცი, სახლში წასვლამდე დროს როგორ გაატარებ.
9. ტუალეტი — ერთადერთი თავშესაფარი
ასეთ დროს მთავარი საფრთხე ისაა, არ გკითხონ, ამდენი ხანი რას შვრები ტუალეტშიო...
10. როცა პირველი მიდიხარ სახლში
წვეულებაზე "ყოფნის" ყველაზე კარგი ნაწილი.
ამავე თემაზე:
- 12 მიმი, რომელიც ინტროვერტების განცდებს ერთი ერთში აღწერს
- 13 მტკივნეულად ნაცნობი მიმი ინტროვერტების ყოველდღიურობაზე
- 12 ზედგამოჭრილი მიმი მათზე, ვისაც ტელეფონზე ლაპარაკი სძულს
- 10 სიტუაცია, რომელიც ყველა მორცხვისთვის ნაცნობი იქნება
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები