თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს — კალიურანდი
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, დადგა დრო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ "გამანადგურებელი სანქციები" დააწესოს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე, რაც გაერთიანებას სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
"მოლაპარაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება. რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც, ეს არაა ცალმხრივი გზა. თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპაც რუსეთს დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს", — განაცხადა კალიურანდიმ იმედთან საუბრისას.
რუსეთი NATO-სა და აშშ-სგან ითხოვდა უარი ეთქვათ გაფართოებაზე, მათ შორის, დაეკონკრეტებინათ უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება NATO-ში. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის იყო, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უარი ეთქვათ ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
26 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ კრემლის მოთხოვნებისა და უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთს წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნეს.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამი ძირითადი სფერო გამოყო, სადაც ისინი პროგრესის შესაძლებლობას ხედავენ — პირველ რიგში, ეს ეხება NATO-რუსეთის ურთიერთობას. მეორე მნიშვნელოვან საკითხად სტოლტენბერგი ასახელებს უსაფრთხოებას ევროპაში, განსაკუთრებით უკრაინაში. მესამე საკითხი, რომელზეც სტოლტენბერგი საუბრობს, არის რისკის შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ წერილში ახსნილია დიპლომატიური გზა და მოიცავს მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის საფრთხისშემცველი ქმედებების გამო. მისი თქმით, დოკუმენტში განხილულია ის საკითხები, რომლებზეც შესაძლოა საერთო ენის პოვნა რუსეთთან.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები