ტომ ჰოლანდმა სპაიდერმენების პირველ შეხვედრაზე დასამშვიდებლად ზენდეია გაიყოლა
გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის სპოილერებს შეიცავს.
Spider-Man: No Way Home-ის პრემიერიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა, სამივე სპაიდერმენი — ტობი მაგუაირი, ენდრიუ გარფილდი და ტომ ჰოლანდი საყვარელი სუპერგმირისა და დაუვიწყარი გამოცდილების შესახებ სალაპარაკოდ შეიკრიბნენ. ახალ 30-წუთიან ინტერვიუში სამეულმა საინტერესო კადრს მიღმა ფაქტები და საკუთარი გამოცდილება თუ ემოციები გაგვიზიარეს.
როგორც ალბათ უკვე იცით, მარველის ახალ ფილმში ერთმანეთს ალტერნატიული სამყაროს სპაიდერმენები ხვდებიან — სუპერგმირის ფანებმა ერთ ფილმში ტობი მაგუაირის, ენდრიუ გარფილდისა და ტომ ჰოლანდის პერსონაჟები იხილეს.
როგორც ჩანს, ტომ ჰოლანდისთვისაც ისეთივე ამაღელვებელი ყოფილა წინა სპაიდერმენებთან შეხვედრა, როგორიც ეს მაყურებლისთვის აღმოჩნდა. ტომის თქმით, ენდრიუ და ტობი გუნდს მოგვიანებით შემოურთდნენ, როცა გადაღებები უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო და როგორც ყველა ფანი, მათთან შეხვედრამდე ისიც დღეებს ითვლიდა.
"ჩემს კალენდარში სხვა სპაიდერმენების მოსვლის თარიღი ახლოვდებოდა და რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, უფრო ვნერვიულობდი", — აღიარა ტომმა.
რა თქმა უნდა, გასაჭირის დროს სპაიდერმენს ყოველთვის შეუძლია, ემჯეისა და ნედს ენდოს. სწორედ ამიტომ აღელვებულმა ტომმა სპაიდერმენების შეხვედრაზე დასამშვიდებლად ზენდეია და ჯეიკობ ბეტელონი გაიყოლა.
"მათ უნდა შევხვდე და ძალიან ვღელავ. სცენა უნდა გავითამაშოთ და არ ვიცი, როგორ ჩაივლის. ერთსა და იმავე პერსონაჟს განვასახიერებთ და მასში ჩვენი გული და სული უნდა ჩავდოთ. ეს მათთვისაც და ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს", — იხსენებს ტომ ჰოლანდი შეხვედრის წინ საკუთარ ფიქრებს, — "ამიტომ ჯეიკობი და ზენდეია პირველ დღეს ჩემთან იყვნენ".
ნერვიულობის მიუხედავად, აშკარაა, რომ სპაიდერმენებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს და პერსონაჟის გულშემატკივრებს დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქეს.
იხილეთ ინტერვიუ მთლიანად:
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები