სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 — ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის
თუ სტარტაპ იდეები გაქვთ და თქვენი გუნდი ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ, ეს სიახლე თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს: Impact Hub Tbilisi პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს, რომლის მიზანიც ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელერატორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
განცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ 10-15 ადგილობრივი სტარტაპი შეირჩევა, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ პროდუქტის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, როგორ იფიქრონ პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებთან წარდგენისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს გაივლიან.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი), ან, სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.
პრე-აქსელერატორი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება და ჯამში 12 კვირას გაგრძელდება. ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერების გამოსვლებით. მონაწილეები Impact Hub-ის სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფრის დაგვირგვინება დემო დღე იქნება, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარდგებიან და თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად ინვესტიციის მოპოვებას ეცდებიან.
პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 იანვრიდან დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.
პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისმა ორგანიზატორებმა და გასული წლის პროგრამის მონაწილეებმა ისაუბრეს:
"upway ქართული სტარტაპია, რომელიც ქვეყანაში არსებულ სანდო კურსებს ერთ სივრცეში აერთიანებს. Impact Hub Ttbilisi-ის პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა, რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის გამოცდილებაზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ. ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი მწყობრ მუშაობაში დაგვეხმარა, მოგვცა გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ არ დავნებებულიყავით და ჩვენი იდეა რეალობად გვექცია".
"სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდმა 2021 წელს დააფუძნა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა მიზნად ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებას ისახავს", — ამბობს ქეთი ებანოიძე, პროექტის ორგანიზატორი.
"პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, საკუთარი გუნდის, ტექნიკური პროდუქტისა და ბიზნეს-მოდელის განვითარებას დაუთმონ დრო. სიღრმისეული სესიებით და ინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით სტარტაპების დამფუძნებლებს უყალიბდებათ ხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და განვითარების მიმართულებით. პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას, მეორე მხრივ კი ქმნის შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიული სტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების მონაწილე. ეს ყველაფერი კი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება", — განაცხადა მენტორმა ნინო ნანიტაშვილმა.
"ამ პროექტს მხარს პროგრამა სტარტაპერის საშუალებით ვუჭერთ, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროგრამებით ბიზნესის დაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და რომელიც საწყის ეტაპზე ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა, სადაც ბევრ ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და განვითარება და მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება", — ამბობს სოფო კახიძე, თიბისი სტარტაპერი.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები