ორხევში სახლების ნგრევა მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის გამოვლინებაა — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის მერიის მიერ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ საცხოვრისების ნგრევა არა ერთეული შემთხვევა, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
"თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება — "უკანონო" საცხოვრისების დემონტაჟი.
ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ამის დადასტურებაა დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის მიერ აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაშლა, ასევე, თბილისის მერის არაერთი განცხადება უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის ფორმალურად დაცვის მოტივით საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და გაიაზროს ადამიანების სოციალური დაცვისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკუთარი ვალდებულებები.
"არსებითია, რომ მერიამ, ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე რელევანტურ სხვა აქტორებთან ერთად, უზრუნველყოს საცხოვრისის პოლიტიკისა და ღირსეული სერვისების ჩამოყალიბება და გაფართოება და არ დაუშვას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უგულებელყოფა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შექმნა", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაცია მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორხევში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და დაიწყოს მუშაობა ამგვარ საცხოვრისებში მცხოვრებთა საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის;
- შეისწავლოს დემონტაჟის პროცესში დაზარალებული პირების საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი რელევანტური მხარდამჭერი მექანიზმებით, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრისით;
- დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მისი აღსრულებისას პრიორიტეტულად მიიღოს მხედველობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს:
- უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:
- მოხდეს საცხოვრისის დემონტაჟისას ადამიანების შენობიდან გამოყვანის აღიარება გამოსახლების ფორმად და მასზე გავრცელდეს მორატორიუმის რეჟიმი;
- განხორციელდეს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკისა და პრაქტიკის სრული ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.
დღეს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო. მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ "უკანონო ნაგებობების" დემონტაჟი განხორციელდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორხევის დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
კომენტარები