ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს წევრ ქვეყნებში, უახლოეს დროში გაგზავნის. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვს.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, კვირის დასაწყისში 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში იყო. მათ შორის სამედიცინო და საავიაციო მხარდაჭერის ქვედანაყოფები.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება.

გაიგე მეტი: