როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა სტრესის მიუხედავად
სტრესის მცირე დოზა ჩვენი გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობისთვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. თუმცა, დიდი ოდენობით, მან შფოთვა, დეპრესია, ნაადრევი დაბერება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტრესისადმი უფრო ამტანები გავხდეთ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ სტრესის სათანადოდ მართვა, ნაადრევი სიკვდილის რისკი 43%-ით იზრდება. ეს, შესაძლოა, ნაწილობრივ იმ ზემოქმედების შედეგი იყოს, რომელიც სტრესს ჩვენს დნმ-ზე აქვს.
დნმ, რომელიც თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება (სისხლის წითელი უჯრედების გარდა), შეიცავს გენებს, რომლებიც იმ სამშენებლო ბლოკების (ცილების) წარმოქმნას არეგულირებს, რომლებისგანაც ჩვენი სხეული შედგება. დნმ ორჯაჭვიანი სპირალისგან შედგება. ჩვენი უჯრედები გამუდმებით აწარმოებენ საკუთარი თავის ასლებს. როდესაც უჯრედი იყოფა, ეს ჯაჭვები ცალკევდებიან და თითოეული მათგანის იდენტური ასლი მზადდება — ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში.
თუმცა ზოგჯერ რეპლიკაციის პროცესში შეცდომები იპარება — განსაკუთრებით, დნმ-ის ჯაჭვების ბოლოს — რამაც შეიძლება დნმ-ის ასლში მუტაცია გამოიწვიოს და სიმსივნური უჯრედები წარმოქმნას. საბედნიეროდ, უჯრედებს დამცავი ხუფები აქვთ, რომელთაც ტელომერები ეწოდებათ. ისინი დნმ-ის ჯაჭვების ბოლოებზე სპეციალურად იმისთვის იქმნებიან, რომ მსგავსი შეცდომები არ მოხდეს.
ტელომერის ხუფები ძაფზე აკინძულ მძივებს ჰგავს (ამას ტელომერული გამეორებები ეწოდება). ყოველ ჯერზე, როდესაც უჯრედი იყოფა, მისი შემდეგი თაობა ტელომერული გამეორებების ერთ მძივს კარგავს. სამწუხაროდ, თითოეულ უჯრედს ტელომერული გამეორებების ფიქსირებული რაოდენობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ტელომერის ხუფების გამოფიტვამდე შეუძლია გაყოფა. უჯრედების დაყოფის ამ რაოდენობას ჰეიფლიკის ზღვარი ეწოდება. როგორც კი უჯრედი ჰეიფლიკის ზღვარს მიაღწევს (უჯრედების უმეტესობა მაქსიმუმ 60-ჯერ იყოფა), იგი თავისით, უსაფრთხოდ ნადგურდება — ეს არის დაბერების არსი.
სხეულის ზოგიერთი უჯრედი — განსაკუთრებით იმუნური უჯრედები, რომელთა ფუნქციაც ინფექციასთან ბრძოლაა — შეიცავენ მოლეკულებს, სახელად ტელომერაზას. ტელომერაზას იმუნურ და ზოგიერთ სხვა (მაგალითად, სიმსივნურ) უჯრედებში ტელომერული მძივების (ტელომერული გამეორებების) აღდგენა შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ უჯრედებში დაბერების პროცესის შებრუნებაა შესაძლებელი.
ეს ლოგიკურია, რადგან იმუნური უჯრედები ვირუსებთან და ბაქტერიებთან საბრძოლველად ბევრჯერ უნდა გამრავლდნენ. ტელომერაზას გარეშე ისინი ჰეიფლიკის ზღვარს მიაღწევდნენ და გაქრებოდნენ, რის შედეგადაც ორგანიზმი დაცვის გარეშე დარჩებოდა. სამწუხაროდ, როცა ადამიანები 80 წელს აღწევენ, ტელომერაზაც წყვეტს ნორმალურად მუშაობას და ჩვენი იმუნური უჯრედებიც დაბერების შედეგად ქრებიან.
ყველაფერი სულაც არ არის ჩვენი კონტროლის მიღმა
მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა და სტრესი ტელომერების დაკარგვასთანაა დაკავშირებული. დიდი დოზით სტრესის ზემოქმედების ქვეშ ტელომერაზა არ მუშაობს ეფექტიანად, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს.
ჯანსაღი ცხოვრების წესს, როგორიცაა მცენარეული დიეტის ქონა, შეუძლია შეაჩეროს და შეაბრუნოს კიდეც ეს პროცესი. ფიზიკურმა აქტივობამ, განსაკუთრებით ინტენსიურმა ვარჯიშმა, ასევე შეიძლება გაზარდოს ტელომერაზას აქტივობა. ასე რომ, ჯანსაღ ცხოვრებას და სტრესის კონტროლს ჩვენი დაბერების სიჩქარის შემცირების უნარი აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრესი ყოველთვის ნეგატიური ფაქტორი არ არის. ფსიქოლოგიაში განასხვავებენ "ევსტრესს" ანუ პოზიტიურ სტრესს, რომელიც სამსახურში, სპორტში და ურთიერთობებში წარმატების მისაღწევადაა საჭირო, და "დისტრესს", იმავე ნეგატიურ სტრესს, როდესაც იმდენად დაძაბულები ვართ, რომ მისი მართვა შეუძლებელი ხდება. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ ან ვგრძნობთ, რომ სტრესს განვიცდით. ამასთან, ეს იმ ფაქტორთაგანიცაა, რამაც შეიძლება ჩვენს უჯრედებში დაბერების პროცესი აასწრაფოს.
ასე რომ, ყოველგვარი სტრესისგან თავის დაცვა არ არის საჭირო. ჩვენ მხოლოდ იმ სტრესს უნდა ვებრძოლოთ, რომელიც დიდხანს გრძელდება, არის განსაკუთრებით მძაფრი და ხელს გვიშლის სრულფასოვან ცხოვრებაში.
სტრესული მოვლენების გაცნობიერება და მისი დაძლევის სტრატეგიების გამოყენება — როგორიცაა მეგობრისთვის დახმარების თხოვნა ან გამოწვევებთან გონივრულად გამკლავება — ინდივიდს სტრესისადმი უფრო ამტანს ხდის. ეს კი, თავის მხრივ, ტელომერების მეტ რაოდენობასთან ასოცირდება. ამასთან, სტრესის მართვაში გვეხმარება შფოთვის გამომწვევი მოვლენის დადებითად აღქმაც — როცა, მაგალითად, საჯაროდ სიტყვით გამოსვლას საშიშის ნაცვლად ამაღელვებელ შესაძლებლობად ჩათვლით. ამ ტექნიკებით შესაძლებელია, ევსტრესის დისტრესად გადაქცევას აღვუდგეთ წინ და სტრესისადმი ამტანობა გამოვიმუშაოთ.
გამძლეობა ეწოდება უნარს, გადავლახოთ სირთულეები ისე, რომ მათ შემდეგ ყოველდღიური სტრესისადმი რეზისტენტულები გავხდეთ. პრობლემების გადაჭრის, სოციალური მხარდაჭერისა და გამკლავების სტრატეგიების ეფექტიანი გამოყენების გარდა, ყოველდღიური სტრესისადმი ამტანობის გამომუშავებაში ჩვენი დახმარება მაინდფულნესსაც შეუძლია.
სხვა ტექნიკები დროის დადებითი ემოციების გამაძლიერებელი ისეთი აქტივობებით გატარებას მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა ან ვიდეოთამაშების თამაში. პოზიტიური ემოციების განცდა ცნობიერებას აფართოებს და საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სოციალური რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთული პერიოდი გვაქვს.
ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ფსიქოლოგიური სტრატეგიები ტელომერებზე და, შესაბამისად, დაბერების პროცესზე პირდაპირ გავლენას ახდენს. თუმცა, როგორც ირკვევა, ტელომერების სიგრძესა და ტელომერაზას აქტივობაზე სტრესი უარყოფითად მოქმედებს, სტრესის მართვა კი — დადებითად. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში არასასიამოვნო ცვლილებები ხდება, სტრესისადმი მდგრადობის გასავითარებლად ამ ტექნიკათა გამოყენება ნამდვილად გონივრულია.
მართალია, სტრესის მართვა არქტიკული ზვიგენის მსგავსად საუკუნეების განმავლობაში ვერ გვაცხოვრებს, თუმცა ჩვენს სიცოცხლეს რამდენიმე ძვირფას წელს კი შემატებს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები