ისტორიის მრავალფეროვნება, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა — 21 თებერვლიდან წიგნების ახალი სერია "საქართველოს ისტორიის პალიტრა" გამოიცემა
XIX საუკუნეში დიდი ილია წუხდა: "ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებულიო".
წარსულის რეკონსტრუირება არასდროს მოგვცემს სრულყოფილ სურათს, თუ კვლევა-ძიებისას ამოსავალი ადამიანი და მისი გარემომცველი სამყარო არ იქნება. ისტორიკოსის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანია, ვინაიდან სწორედ იგია ისტორიის შემოქმედი. როგორი იყო ჩვენი წინაპრების სამოქმედო არეალი, როგორი იყო მათი მსოფლმხედველობა და რას გრძნობდნენ — ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემის გზით მკვლევარს უფრო ღრმად მიჰყავს მკითხველი ისტორიის ლაბირინთებში.
სწორედ ამ მიზნით, ილიასა და ბევრი პატრიოტი ქართველის გულის წუხილის საპასუხოდ, 21 თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა პალიტრა L საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს – "საქართველოს ისტორიის პალიტრა" — გამოსცემს.
"მსგავსი პროექტი არცთუ ბევრ ქვეყანაში განხორციელებულა. ეს გახლავთ მასშტაბური გამოცემა, რომლის მიზანია მკითხველს ისტორია სულ სხვა კუთხით, მთელი თავისი მრავალფეროვნებით დავანახოთ. თითოეული ტომი მიეძღვნება ისეთ თემებს, რომლებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე ისტორიის სახელმძღვანელოებში. ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც წესი, ჩვენ ვიკვლევთ და ვსწავლობთ მეფეების, ომების ისტორიას, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება საზოგადოების ყოველდღიურობა, ის რაც სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ყოფის ნაწილი იყო. ისტორია უნდა გაცოცხლდეს, ჩვენს წარმოდგენებში უნდა გავაცოცხლოთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ, მოღვაწეობდნენ, იბრძოდნენ... ისტორია არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური მოვლენების გროვად, ის უნდა გახდეს ერთ დროს ცოცხალ ადამიანთა ამბების მთხრობელი", — განმარტავს ჯაბა სამუშია.
ისტორიის წიგნებში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს ისტორიის პალიტრა მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის ისტორია, ეპიდემიების ისტორია, ზღვაოსნობა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო კიდევ არაერთი მიმართულება.
ამ ეტაპზე დაგეგმილი 15-ტომეულის თემატიკა კი ასე გამოიყურება:
- ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან;
- ქართველთა ეთნიკური ისტორია;
- ქართველთა ყოფა-ცხოვრება;
- ზღვაოსნობა ძველ საქართველოში;
- ადამიანებით ვაჭრობა ძველ საქართველოში;
- ფული ძველ საქართველოში;
- ქალები ძველ საქართველოში;
- მოდა ძველ საქართველოში;
- მედიცინის ისტორია საქართველოში;
- ჯილდოები ძველ საქართველოში;
- პოლიტიკური პარტიების ისტორია საქართველოში;
- ეპიდემიები საქართველოში;
- საქართველოს სამხედრო ისტორია;
- გასტროისტორია;
- ქართული ხუროთმოძღვრება;
თითოეულ ტომზე ერთი ან რამდენიმე ისტორიკოს-მკვლევარი მუშაობს. გამოცემებს სამეცნიერო კვლევების სახე არ ექნება, რადგან ისინი ფართო საზოგადოებისთვის საკითხავად არის განკუთვნილი, თუმცა მათ მოამზადებენ მაღალი დონის ისტორიკოსები. სამუშაო პროცესში ყველა თაობის ისტორიკოსია ჩართული. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 20-ს აღემატება. თითოეული ისტორიკოსი იმ კონკრეტულ თემაზე იმუშავებს, რომელსაც წლებია იკვლევს და მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი საგანია. წიგნების ნაწილი უშუალოდ ამ პროექტისთვის იწერება, ნაწილი კი ისტორიკოსების უკვე არსებული ნამუშევრების ხელახლა გამოცემაა.
15-ტომეულის პირველი ტომია აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", რომელიც ისტორიას ჯერ კიდევ ზეზვასა და მზიას ეპოქიდან მოგვიყვება. ჯაბა სამუშია ამ წიგნს პროექტის პროლოგს უწოდებს. მეორე ტომი ქართველთა ეთნიკურ ისტორიას მიეძღვნება, რომელზეც ისტორიკოსი როლანდ თოფჩიშვილი იმუშავებს.
"ეთნიკური ისტორიის პრობლემების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოკვლევები ამ დრომდე არ გვქონდა. იწერებოდა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ისტორია, მაგრამ განვითარების რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, არ იყო გამოკვლეული. ამ დრომდე მხოლოდ აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის რამდენიმე მოსაზრება გვქონდა. ჩემი ნაშრომი ამ მხრივ პირველია. ამ საკითხით ახალგაზრდობიდანვე დავინტერესდი და დღემდე მას არაერთი გამოკვლევა მივუძღვენი. დღეს კი ეს ყველაფერი ერთ წიგნად შეიკვრება", — ამბობს ისტორიკოსი როლანდ თოფჩიშვილი.
"საქართველოს ისტორიის პალიტრის" ფარგლებში ჩემი სამუშაო თემაა საქართველოს პოლიტიკური პარტიები. დღეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის, და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი საკითხია. თანამედროვე პოლიტიკური პარტიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, თუმცა პოლიტიკური პარტიების ისტორია უფრო ადრე იწყება. საიდან მოგვევლინა პოლიტიკური პარტიები? რა როლს ასრულებდნენ ისინი და დღეს რა ადგილი უკავიათ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში? — ამ შეკითხვებმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ დაიწეროს მონოგრაფია, რომელიც თითოეულ კითხვას კვალიფიციურ პასუხს გასცემს. ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ყველა ფენისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
წიგნში გადმოცემული ისტორია 1830-იანი წლებიდან იწყება. 1832 წლის შეთქმულება პირველი პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობად მიიჩნევა. შეთქმულები თავს პარტიას უწოდებდნენ და მეთაური, პარტიის ლიდერიც აირჩიეს. მას შემდეგ პოლიტიკური პარტიების წარმოქმნის უფრო ორგანიზებული ცდები ფიქსირდება. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის შექმნამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირში კი ერთპარტიული დიქტატურა დამყარდა და პოლიტიკური პარტიები აიკრძალა. განვითარების მეოთხე ეტაპი 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც პოლიტიკური პარტიები გაძლიერდნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყეს. განვიხილავთ მათ თავიანთი მეთაურებით, პროგრამებით, მიზნებით... ისტორიის თხრობა 2012 წლამდე პერიოდს მოიცავს, რადგან ამჟამინდელ წამყვან პოლიტიკურ პარტიას თავისი უფლებამოსილება არ შესწყვეტია და მასზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია", — ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.
"ჩემი ტომი შეეხება ქართულ მოდისტიკას, ანუ ფულის ერთეულების ისტორიას. საქართველოს ქაღალდის ფულის ნიშნების ტრადიცია მე-20 საუკუნიდან აქვს. 1919 წელს თბილისში პირველი ქაღალდის ფული გამოვიდა. ეს იყო კომისარიატის მოდი. მოდი — ეს არის დროებითი ფულის ერთეული. მას ნაკლები უზრუნველყოფა აქვს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იყო, არც რეზერვები ჰქონდა. 1918 წლიდან 1924 წლამდე თბილისში გამოცემული მოდები მიმოიქცეოდა. შემდეგ იყო 69-წლიანი წყვეტა, ვიდრე საქართველოში კუპონი გამოჩნდებოდა. საინტერესოა ერთი ფაქტიც. ფულის ერთეულების სახელმწიფო გამოშვებების გარდა, არსებობდა კერძო გამოშვებებიც. ფულის ნიშნების დეფიციტი და დიდი ინფლაცია იყო. შესაბამისად, იქმნებოდა კერძო ფულის ნიშნები. ქალაქებს, დაწესებულებებს, ქარხნებს თავისი ფულის ნიშნები ჰქონდათ და შიდა მოხმარებისთვის იყენებდნენ. არსებობდა სამხედრო ტიპის ფულიც.
ამ თემაზე 1990 წლიდან ვმუშაობ და არაერთი სტატია მაქვს დამუშავებული. 1996 წელს წიგნიც გამოვიდა. 26 წლის შემდეგ ის გადამუშავებული და შევსებული სახით ხელახლა გამოიცემა", — ამბობს ისტორიკოსი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
სერიის წიგნები 21 თებერვლიდან თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კი — 15 ლარი.
21 თებერვლიდან იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები