რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, NATO-სა და აშშ-ის წერილობით პასუხში ის მთავარი საკითხები, რომლებიც რუსეთის შეშფოთებას იწვევდა, უგულებელყოფილია. ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ეს ნათელია, მე პრემიერმინისტრს ამაზე მოვახსენე, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები უგულებელყოფილია. ჩვენ 3 მთავარი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება ვერ დავინახეთ", — თქვა მან.

პუტინის თქმით, სამ მთავარ მოთხოვნას შორის იყო NATO-ს გაფართოების საკითხი, ასევე, რუსეთის საზღვრებთან თავდასხმითი სისტემის განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

26 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ კრემლის მოთხოვნებისა და უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთს წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნეს.

გაიგე მეტი: