ნობათობა — ბაზარი ორბელიანზე ქართული წარმოების მხარდასაჭერად
პანდემიამ ბიზნესის მართვა გაართულა, გამოწვევებთან გამკლავება განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს გაუჭირდათ, რომლებიც მცირე ოდენობის ხარისხიან პროდუქტს ქმნიან და საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა ბაზარზე ახერხებენ.
ასეთ დროს ქართული წარმოების ცნობადობის გაზრდა და ისეთი ღონისძიების მოწყობა, რომელიც მეწარმეებს დაუჭერს მხარს, უმნიშვნელოვანესია, ამიტომ 5-დან 13 თებერვლის ჩათვლით, ბაზარი ორბელიანზე ნობათობას უმასპინძლებს.
რა დაგხვდებათ ნობათობაზე?
ღონისძიების ფარგლებში, ქართველი მეწარმეები ნატურალური პროდუქციის ფართო ასორტიმენტს წარმოადგენენ, მოეწყობა დეგუსტაციები, გასტროსკოლის სივრცეში კი ორბელიანის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული რესტორნების შეფების მასტერკლასებს გამართავენ, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება რესტორნები: ბარბარესთან, მალ-მალე, გურამ ბაღდოშვილის გუნდი, შოთი, ქართ ველი და სხვები. ასევე მოეწყობა მუსიკალური საღამოები და საბავშვო აქტივობები.
ნობათობაზე არაერთი შეთავაზებით ისარგებლებს, მათ შორის, ბაზრის ორივე სართულზე იმოქმედებს თიბისი ბანკის ქეშბექ აქცია.
თუ გასტრონომიული თავგადასავლები გხიბლავთ, საინტერესო პროდუქტების აღმოჩენა, ახალი ადამიანების გაცნობა და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა გსურთ, 5-13 თებერვალს 10:00-დან 21:00-მდე ნობათობას უნდა დაესწროთ და თებერვლის რამდენიმე დღე სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
თუ ქართული წარმოება გაქვთ და ნობათობაში მონაწილეობა გსურთ, აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ, რის შემდეგაც ღონისძიების ორგანიზატორები დაგიკავშირდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, რომ ნობათობა ხშირად ჩატარდეს და ერთგვარ ტრადიციად იქცეს, რათა ქართული წარმოების შესახებ ბევრად მეტმა ადამიანმა გაიგოს.
ბაზარი ორბელიანზე რეგიონში უპრეცედენტო პროექტია, რომელიც აერთიანებს აგრარულ ბაზარს, გასტროსკოლას, კვების ჰოლსა და ტერასებს თბილისის ხედით. ეს არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები