ქუბი გუდაურში — მეორედ დაბადების ისტორია
არსებობს ასეთი ძალიან კარგი გამოთქმა — "მეორედ დაბადება". როცა ძალიან ბედნიერი, თავისუფალი და აღტაცებული ხარ ცხოვრებაში, რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს მიაგენი, ამბობ, თითქოს მეორედ დავიბადეო.
უზარმაზარი სივრცის ზემოდან შემხედვარე, ზღვის დონიდან 2770 მეტრზე, ალბათ, თავს იმდენად ამაღლებულად გრძნობ, რომ მართლა შეიძლება თავიდან დაიბადო, როცა მთის ძალა შენს კანქვეშ შემოაღწევს. ასე, თავიდან დაიბადა წელს გუდაურში აქამდეც ბევრისთვის საყვარელი "ქუბი" და ალბათ მისივე შემქმნელიც, რომელმაც საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი, ისე, როგორც მთას ძალიან უხდება.
"2017 წელს ჩემმა მთის მოყვარულმა მეგობარმა შემომთავაზა — მაინც სულ მთაში ვართ და რამე ხომ არ გაგვეკეთებინაო? რატომაც არა-მეთქი, 1 წუთში მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყეთ შრომა. მიწის სანახავად ფეხით ავედით ზაფხულში. უკან მობრუნებულებს სეტყვამ მოგვისწრო გზაში, დავისეტყვეთ. მერე იყო საჯარო აუქციონი და ნერვიულობა. ჩემი შვილის დაბადების დღეზე, 31 ოქტომბერს მოვიგეთ აუქციონი და დავიწყეთ შენება. მასალები კეიზბორელზე მობმული დიდი ციგით აგვქონდა, დიდთოვლობის მიუხედავადაც არ გავჩერდით და 3 თებერვალს, შუა სეზონზე ქუბიც გავხსენით. წელს დავანგრიე ძველი ქუბი და თავიდან ავაშენე ახალი. ესეც გიჟურად ჟღერს ალბათ, მაგრამ რეგიონის მთის კურორტებზე კონკურენცია იზრდება და შესაბამისად, მომსახურების სტანდარტებიც. ამიტომ გავრისკე და ავაშენე ისეთი ბარი, რომელიც თავად დააწესებს სტანდარტს და რომელშიც ყველა შეცდომა გავასწორე, რაც ძველ ქუბში იყო დაშვებული", — ამბობს ნინო ხაჟომია, ქუბის დამფუძნებელი.
ქუბი რომ ასეთი გამხდარიყო ნინომ რთული გზა გაიარა, მათ შორის გზა პირდაპირი გაგებით, ზემოთ 2770 მეტრამდე. მთაში და ბარში რომ ბიზნესის კეთება ერთმანეთისგან განსხვავდება, ბუნებრივია. ქალი ანტერპრენერებიც რომ ძირითად შემთხვევაში უფრო რთულ გზას გადიან, ესეც არაა ახალი ამბავი. ორივე სირთულეს ერთად შეეჭიდა და არც ერთი წამით არ უფიქრია, რომ არ გამოუვიდოდა საბოლოო მიზნის მიღწევა. ასეთი ენერგიები და ძალები მაშინ მოდის, როცა თავიდან დაბადებულს საკუთარი ადგილი გაქვს ნაპოვნი სამყაროში.
თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით ახალმა ბიზნესმა გზადაგზა გამოჩენილი დაბრკოლებებიც გადალახა. ზოგიერთი მათგანი ისეთ დროს, როცა ბევრი შეიძლება დანებებულიყო.
"მთაში სირთულე მეტია. როდესაც აშენებ იქ, სადაც არ არის გზა, თავისთავად მშენებლობა ძვირდება და ინფრასტრუქტურაც შენი შესაქმნელია, თან ბიზნესის სეზონურობიდან გამომდინარე, სამშენებლო დრო ცოტაა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და სწრაფ ტემპში შრომა გიწევს".
ფოტო: ქუბი
სწორი მენეჯმენტის, ენთუზიაზმის, ენერგიის დამსახურებით განახლებული ქუბი წელს სულ სხვანაირად გიმასპინძლებს და დაგეხმარება შენც მეორედ დაიბადო მთაში, ცასთან ყველაზე ახლოს, თბილი მზით და დიდი, თოვლიანი ფერდობებით ტკბობისას. ქუბი გააგრძელებს მთის მოყვარული ხალხის თავშეყრის ტრადიციას დილას სრიალამდე, სრიალებს შორის და ადრენალინით სავსე დღის ბოლოს. მომსახურების მაღალი სტანდარტი და სრულიად ახალი, მომხიბვლელი გარემო 2021 წლის დასაწყისში საუკეთესო სეზონის მოლოდინებს ქმნის მთის კურორტების 2-წლიანი პაუზის შემდეგ.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები