8 ტიპის ადამიანი, რომელსაც სამაგიდო თამაშების მოყვარულთა შორის შეხვდებით
სამაგიდო თამაშები ოჯახური საღამოების სასიამოვნო ნაწილი და უსაფრთხო გართობის საშუალებაა, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, კი — თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როდესაც ჯენგას ხის ფირფიტა თავში გხვდება, ტვისტერის თამაშისას მაჯას იტეხ ან მოწინააღმდეგეებს სასურველი აქციების შეძენის გამო საშვილიშვილოდ გადაიმტერებ. თუმცა, ამ ინციდენტების გამომწვევი მიზეზი არა სამაგიდო თამაშები, არამედ მოთამაშეების მიდგომებია.
ამბობენ, ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობაო. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ადამიანის შესაცნობად სამაგიდო თამაშებიც საკმარისია.
ქვემოთ შემოგთავაზებთ მოთამაშეების რამდენიმე ტიპს, რათა შემდგომში მათი ამოცნობა (და დამარცხებაც) გაგიადვილდეთ.
1. საბრძოლველად მოსული, ანუ "We are not a team, this is a competition"
Suits-ის პირველ სერიაში ჰარვი სპექტრი ამბობს, "ჩემი მიზანი ზრუნვა არ არის. ჩემი მიზანი მოგებაა". მართალია, სხვა ფორმულირებით, მაგრამ მსგავს ფრაზებს სათამაშო მაგიდასთან ხშირად გაიგონებთ.
მაგრამ პირველობის მოყვარული ადამიანები ჰარვისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს იშვიათად ინარჩუნებენ და მთელი არსით ეშვებიან ხოლმე თამაშში. საკმაოდ რთულია, ისინი თამაშის ნაადრევად დასრულებაზე ან ნაკლებად ემოციურ ქცევაზე დაითანხმო. თუმცა, მათი აქტიური ჩართულობა გადამდებია — სხვებიც მეტად კონცენტრირდებიან თამაშზე და ის უსასრულოდ აღარ იწელება.
2. არასანდო მოთამაშე
"მეგობრები არ იტყუებიან" — ეს სერიალ Stranger Things-ის მთავარი პერსონაჟის, ილევენის საყვარელი ფრაზაა. თუმცა მაიკის სარდაფში Dungeons & Dragons მასაც რომ ეთამაშა, ალბათ ცოტა ხნით მაინც აზრს შეიცვლიდა.
სათამაშო მაგიდასთან გარდასახვა იშვიათობა არ არის. თუმცა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი, ზოგჯერ სწორედ ის გევლინება პროფესიონალ მატყუარად. ასეთი მოთამაშეები განსხვავებული ტიპის აზარტს გრძნობენ. მათი მთავარი მიზანი არა მოგება, არამედ იმის მცდელობა ხდება, რომ ტყუილში ბოლომდე ვერავინ გამოიჭიროს.
მატყუარებთან ერთად თამაშსაც აქვს დადებითი მხარეები. მათი დახმარებით დროთა განმავლობაში Mentalist-ის პატრიკ ჯეიმსისთვის ან Lie to me-ის ექიმ ლაითმანისთვის დამახასიათებელი უნარები გივითარდება.
3. მარცხს რომ ვერ ეგუება
თუ თამაშის დასასრულს მეტოქის გაბრაზებული თვალები ან მომზადებული მუშტი შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ. მოთამაშეების ნაწილი კონკურენციას ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს და მარცხიც მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.
მთავარია, ამ დროს არ შეცდეთ და "რას ვიზამთ — ხან მოიგებ, ხან წააგებ" ან მსგავსი ტიპის პროვოკაციული ფრაზა არ წამოგცდეთ. დამიჯერეთ, არც "გაიმარჯვა მეგობრობამ" არის კარგი არჩევანი — თუ, რა თქმა უნდა, თავი არ მოგბეზრებიათ.
4. ვისთვისაც სისხლი უფრო სქელია, ვიდრე წყალი
ოჯახის წევრებთან ერთად თამაშისას ყოველთვის მოიძებნება ერთი ადამიანი, რომელსაც დედის ან უმცროსი დის გაწირვა არ შეუძლია. დედა-შვილური სიყვარული ხომ სამაგიდო თამაშებზე მაღლა დგას. თუმცა, სამწუხაროდ, ასე მარტო შვილები ვფიქრობთ. ამ დასკვნამდე მაშინ მივედი, როცა უნოს თამაშისას დედამ დიდი სიხარულით ამამატებინა 38 ბარათი და მაფიის ღამის დროსაც უპრობლემოდ გამწირა სასიკვდილოდ.
5. წესების მცველი
რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მოთამაშეებს შორის ყოველთვის მოიძებნება ერთი ადამიანი, რომელსაც საჯარიმო სადგომზე გადასვლას ან სხვა ტიპის მცირე დანაკარგს 50-გვერდიანი წესების წიგნაკის წაკითხვა ურჩევნია. მართალია, ამგვარი ქცევა თამაშს აფერხებს და მის ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის, მაგრამ ახლად აღმოჩენილმა წესმა, შესაძლოა, თამაში რადიკალურად შეცვალოს და გაახალისოს კიდეც.
6. ვინც კონცენტრაციის დეფიციტს განიცდის
სამაგიდო თამაშების საღამოს მოწყობა, შესაძლოა, ქორწილის ორგანიზებაზე უფრო რთულიც კი აღმოჩნდეს. მთავარი სირთულე მაშინ იჩენს თავს, როდესაც ათეულობით ადამიანისთვის ჩახლართული წესების ახსნა გიწევს. და მაინც, ბოლოს აღმოჩნდება, რომ სანამ თამაშის პრინციპს აცნობდი, მსმენელების ნახევარი სოციალურ ქსელში ან ღრმა ფიქრებში იყო დაკარგული. ისინი თამაშის დროსაც ვერ ინარჩუნებენ კონცენტრაციას და, სხვებისგან განსხვავებით, წაგებას საერთოდ არ განიცდიან.
7. ფრთხილად, ჩვენ შორის პაპარაცია
თუ ბანქოთი ხელში ან ტვისტერის დაფაზე უცნაურ პოზაში მდგომი შენი თავის ფოტო სოციალურ ქსელში აღმოაჩინე, არც ეს უნდა გაგიკვირდეს. ნათესავებთან ერთად თამაშისას დიდი შანსია, რომელიმე მათგანს ოჯახური მომენტების აღბეჭდვის და გასაჯაროების დაუოკებელი სურვილი გაუჩნდეს. თუ გაგიმართლა, მხოლოდ ერთ კადრში მოხვდები და არა იმ 99-ში, რომლის გადაღებაც შენმა დამ თავისი ჯერის დადგომამდე მოასწრო.
8. ვინც ბარათებს უდიერად ეპყრობა
აუხსნელია, თამაშის დროს ადამიანებს ორიგამის ხელოვნების დაუფლების და ყველა დრეკადი საგნის დეფორმირების სურვილი რატომ უჩნდებათ. რა შეიძლება დაუშავო თამაშის მფლობელს მისი ბარათების დაკუჭვაზე მეტი?!
ამ ჩამონათვალში მრავალი საინტერესო ტიპი ვერ მოხვდა, მაგრამ უმჯობესია, ისინი თავად აღმოაჩინოთ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები