ბილაინის მხარდაჭერით, მსოფლიოს უდიდესი თამაშების ჰაკათონს — Global Game Jam საქართველო შეუერთდა
ბილაინის მხარდაჭერით, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდ ყოველწლიურ ღონისძიებას, Global Game Jam-ს წელს საქართველოც შეუერთდა. 28-30 იანვარს თბილისში, სასტუმრო თბილისი მოქსიში 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში.
Global Game Jam-ში მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვინც 18 წლის და მეტისაა და აქვს ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი როგორც მობილური, ასევე სამაგიდო თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, რაც თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია. წელს ჰაკათონის შესარჩევი ეტაპი 50-მდე მონაწილემ გაიარა. მათთვის ღონისძიების პირველ დღეს ცნობილი გახდა Global Game Jam-ის გლობალური და ლოკალური თემები, რომლებზეც თამაშები უნდა შეექმნათ და ზუსტად ორ დღეში ჟიურისთვის წარედგინათ.
48 საათის განმავლობაში კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10-მდე კომპეტენტურ მენტორთან ემუშავათ, მიეღოთ რეკომენდაციები და დაეხვეწათ თავიანთი თამაში. ღონისძიებას არა მხოლოდ საკონკურსო, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც ჰქონდა — ჰაკათონის მონაწილეები თამაშების ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა თუ გამოცდილებების შესახებ სხვადასხვა ლექციებსა და სემინარებს დაესწრნენ.
Global Game Jam-ის დასასრულს კი მონაწილე გუნდებმა გლობალურ და ლოკალურ თემებზე შექმნილი თამაშები ჟიურის 8 წევრს წარუდგინეს. კონკურსანტებს ღონისძიების პარტნიორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი parallax გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი — 5000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო.
"ბილაინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციურობის, ასევე, ახალი იდეების წარმოშობისა და დანერგვის კომპეტენციის განვითარებას ახალგაზრდებში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობისთვის საინტერესო და მამოტივირებელი შესაძლებლობების გაჩენას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების გამომუშავებას. Global Game Jam ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა მობილური თამაშებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მოხარული ვართ, რომ უკვე თბილისიც შეუერთდა ასობით ლოკაციას მთელ მსოფლიოში და გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში", — აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფო ბალავაძე.
"ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი ხდება, როცა ბევრი შემოქმედებითი ადამიანია მასში. ამიტომ, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება და თავადაც მიიღებენ თამაშის შექმნის პროცესით სიამოვნებას. ამასთან, ინდუსტრიის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი ხარისხის პროექტები შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს პროექტებზე მუშაობას", — ამბობს Hayk Asriyants, Startup Büro-ს თანადამფუძნებელი და Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორი.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები