რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, გერმანიის მაუწყებლების მარგულირებელმა რუსული სახელმწიფო მედიის, Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა.

Al Jazeera-ს ცნობით, როგორც მარეგულირებლის წარმომადგენლება განაცხადეს, RT DE-დაიბლოკა, რადგან მას "აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზია არ გააჩნია".

მედიის ინფორმაციით, RT DE-მ მაუწყებლობის შეჩერებას "არალეგალური" უწოდა და განაცხადა, რომ გერმანიასა და რუსეთის შორის დიპლომატიური დაძაბულობის დროს ეს ბერლინის პოლიტიკური ზეწოლაა. არხის განცხადებით, საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობისთვის მათ სერბული ლიცენზია აქვთ, რომელიც გერმანიაში მაუწყებლობის საშუალებას იძლევა.

თუმცა, როგორც მარეგულირებელმა განაცხადა, გერმანულენოვან არხს "ევროპული კანონმდებლობით ლეგიტიმური ნებართვა" არ აქვს.

Russia Segodniya (რუსეთი დღეს) ინგლისურად ნიშნავს Russia Today-ს, RIA Novosti იყო ის, ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა RT, მანამ, სანამ კისილევი ჩაუდგენოდა სათავეში და ორ ორგანიზაციად გაიყოფოდა.

დიმიტრი კისელევი რუსეთში ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში კისელევი 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს რუსეთის პროპაგანდის გატარების გამო მოხვდა.