დოიჩე ველე აკადამია და MDF მითების დეტექტორის ლაბორატორიაში მსმენელების მიღებას იწყებს
მედიის განვითარების ფონდი (MDF) დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და უკვე 195 კურსდამთავრებული ჰყავს.
პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით!
MDF და DWA მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ:
- მიიღონ ცოდნა მედიაწიგნირებაში;
- განივითარონ ინფორმაციისა და მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები;
- გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge
კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა შემდეგ საკითხებში:
- მედიის როლი და ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი;
- მედიის მფლობელობა და ფინანსური გამჭვირვალობა;
- ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი;
- სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების იდენტიფიცირება;
- კიბერუსაფრთხოება;
- მულტიმედია პროდუქტის წარმოება (აუდიო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი);
- მონაცემთა ვიზუალიზაცია (ინფოგრაფიკა, სთორიმეფი, თაიმლაინი).
პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას www.mythdetector.ge-ის ვებ-გვერდზე, რაც კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. სწავლება წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (დისტანციურად და ფიზიკურად მედიის განვითარების ფონდის ოფისში), რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ ვითარებაზე.
კურსის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს ფაქტების გადამოწმებასა და მედია კვლევებში MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები გადაეცემათ.
კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს, გამარჯვებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ სპეციალური პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტები საჩუქრად ციფრულ ტექნიკას მიიღებენ.
მოთხოვნა:
სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იყოს 18-28 წლამდე ახალგაზრდა;
- ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
- ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.
დაინტერესებულმა პირებმა, 2022 წლის 14 თებერვლამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: მითების დეტექტორის ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში.
აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მედიის განვითარების ფონდს შემდეგ ნომერზე: 558 32 30 30 ან ელ.ფოსტით: [email protected]
იჩქარეთ, კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
აპლიკაციების მიღება 14 თებერვალს შეწყდება.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები