სამხარაძე გუდკოვის არშემოშვების მიზეზებს ხსნის, რუსი ოპოზიციონერი ამას სიცრუეს უწოდებს
რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი პარლამენტის საგარეო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რის გამოც ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და აცხადებს, რომ ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გავრილოვისა და მისი პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით.
"საქართველოს მთავრობა დიდი ხანი ფიქრობდა, როგორ აეხსნათ, რატომ არ შეიძლებოდა, რომ ხინკალი მეჭამა და მშვიდობის ხიდისთვის მეყურებინა. საბოლოოდ მოიფიქრეს, ვციტირებ ნიკოლოზ სამხარაძეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მე არ შემომიშვეს, რადგან:
1. მე ვიყავი რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა;
2. ნავალნიმ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს 2008 წელს.
ვპასუხობ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს, მე დეპუტატი გავხდი 2011 წელს. 2008 წლიდან, როდესაც საქართველოში მიიღეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არცერთხელ არ ვყოფილვარ, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
გარდა ამისა, დუმის დეპუტატი გავრილოვისა და მისი პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით, რომლებიც მხარს უჭერენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მე არ ჩავმჯდარვარ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში — როგორც გვახსოვს, საქართველოს მთავრობას ამ დეპუტატის ვიზიტი ძალიან გაუხარდა.
2. მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი.
მესმის, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან უნდა, რომ ასიამოვნოს პუტინს. სააკაშვილის დაჭერა არაა საკმარისი, საჭიროა გააკეთოს სხვა რიტუალური ჟესტები, რომ მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა მომავალი არჩევნებისთვის, მაგრამ ხომ შეიძლება ტყუილი მაინც ისწავლონ ისე, რომ სასაცილოდ არ ჟღერდეს?
ვუსვამ კითხვას სამხარაძეს — ლიუბოვ სობოლიც დუმის დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? შეგახსენებთ, რომ არც ისინი არ შემოუშვეს საქართველოში და დამთხვევაა? ალბათ!
დაბოლოს, საუბარი რომ მიდიოდეს აფხაზეთზე, ქვეყანაში შემოსვლისას უარში ამასაც დამიწერდნენ, ამისთვის არსებობს კანონის სპეციალური პუნქტი, მაგრამ მე მიმითითეს "სხვა მიზეზები" და სწორედ მათი მოფიქრება დაავიწყდათ.
დაბოლოს, მე პატივს ვცემ:
- საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
- ქართველ ხალხს;
- მათ სვლას ევროპისკენ.
მე მეზიზღება:
- პუტინის კეთილგანწყობის მოპოვების სურვილი;
- ტყუილი.
ორივე ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
დღეს, 3 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გუდკოვის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
"ის მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ამიტომ ვერ ვხედავ მე აქ აჟიოტაჟის საფუძველს. აქვე შემიძლია ვთქვა, ის, რომ ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე როდესაც არის ხოლმე საუბარი, მე მინდა გაგახსენოშ 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს. ამის შემდეგ მის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ", — თქვა სამხარაძემ.
დმიტრი გუდკოვმა 31 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი თქმით, უკრაინიდან თბილისში აქტივისტებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და დეპორტაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები