Amazon-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა — მიზეზები
Amazon-მა (AMZN) გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის შემოსავლებმა მოლოდინებს გადააჭარბა, Amazon-ის აქციების ფასი გაიზარდა.
კომპანიის შემოსავლების ზრდა, გარკვეულწილად, მისი მხრიდან ელექტრომობილების მწარმოებელ ფირმაში Rivian-ში (RIVN) ინვესტიციასაც უკავშირდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Amazon-მა დააანონსა პრაიმ საწევრო გადასახადის ზრდა 119 დოლარიდან 139 დოლარამდე.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის მოგებამ ყოველ აქციაზე 27,75 დოლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე 23,98 დოლარით მეტია. ამასთან, Amazon-ის წმინდა გაყიდვებმა, aნუ შემოსავალმა $137,4 მილიარდს მიაღწია, რაც გაყიდვების ნავარაუდევ მაჩვენებელს $420 მილიონით აღემატება — აღსანიშნავია, რომ წმინდა გაყიდვები წლიურად 9%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, Amazon-ის ვებ-სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა $17,78 მილიარდი შეადგინა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე $550 მილიონით მეტია.
კომპანიამ Amazon Prime-ის წევრობის გადასახადი 2014 და 2018 წლებშიც გაზარდა. როგორც Amazon-ში ამბობენ, ახალი წევრებისთვის გაზრდილი გადასახადის სისტემა 18 თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო არსებული მომხმარებლებისთვის ტარიფი 25 მარტიდან შეიცვლება.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Amazon-ის წმინდა შემოსავალი თითქმის გაორმაგდა. თუ 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალი $7,2 მილიარდი იყო, 2021 წლის იმავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა $14,3 მილიარდს მიაღწია, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, უმთავრესად, Rivian-ში ინვესტირებას უკავშირდება.
რაც შეეხება პროგნოზებს, აღსანიშნავია, რომ კომპანია პირველ კვარტალში 112-დან 117 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელოდება.
Amazon-ში ამბობენ, რომ კომპანია გლობალური ეკონომიკისთვის ჩვეული გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი მოლოდინები ოპტიმისტურია.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები