ნინო კასრაძე

6 Feb. 2022, 16:10

ჩვენ ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად — გაუნათლებლობის. გვეშინია, ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, გვეშინია, ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით. ამის გამო, არც სიყვარული, არც თანაგრძნობა და არც სოლიდარობა არ შეგვიძლია. გრძნობებისგან დაცლილები ვართ. და, ამ დროს ისეთი მოვლენა, როგორიც არის [თავისუფალი] ლიტერა, სოლიდარობის მაგალითია — როდესაც ჩვენმა ავტორებმა, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებმა ერთი იდეის გარშემო გამოამჟღავნეს სოლიდარობა და ეს [იდეა] სიყვარულია. ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისათვის, ეს არის მაგალითი — სოლიდარობის მაგალითი. როცა ძალიან მიჭირდა, როცა ძალიან მიხაროდა, როცა ძალიან მეშინოდა, ქართულ მწერლობაშიც ვეძებდი პასუხებს. მწერლები, ვინც აქ არიან და არ არიან, მხარში მედგნენ და ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ და სწორ გზაზე დავეყენებინე. ყველას ვგულისხმობ: მწერლებს, გამომცემლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, ლიტერატორებსა და სხვას. მე ამით ვცხოვრობ და ასე მოვედი აქამდეც, ამიტომ ვარ თქვენი სოლიდარული. სხვა გზა არ მქონდა — თქვენ გამოგყევით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე ჩვენს კითხვებს და გეტყვით, რომელი დესერტი ხარ
  2. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
  3. ქვიზი: ნახე, როგორ ერკვევი მედიცინაში და გეტყვით, გრეის ანატომიის რომელი პერსონაჟი ხარ
  4. დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
  5. 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს

რა ხდება: გელა ნადირაძე, რომელიც აქციისთვის თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, მიხაილოვის საავადმყოფოში იპოვეს. მისი…