ბატკანძერი, რომელმაც საკანცელარიო დანა გადაყლაპა, ქართველმა ვეტექიმებმა გადაარჩინეს
ვეტერინარების ჩადენილ სასწაულებზე მაინცდამაინც ხშირად არ საუბრობენ. არადა, ამ შთამბეჭდავი პროფესიის ადამიანები თითქმის ყოველდღე ახდენენ სასწაულებს — განა სხვა რამ შეიძლება ეწოდოს იმ პაციენტის მკურნალობასა და გამომჯობინებას, რომელსაც საკუთარ პრობლემაზე ლაპარაკი არ შეუძლია?!
თუმცა, ის შემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვეტერინარულ კლინიკა ვეტექსში მოხდა, მაინც უჩვეულო იყო. კლინიკაში, არც მეტი, არც ნაკლები, ბატკანძერი აღმოჩნდა. ამბის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ბუნების კონსერვაცია საქართველომ გაავრცელა.
ფრინველი შეუძლო მდგომარეობაში მცხეთის მახლობლად უპოვიათ, რის შემდეგაც, თბილისის ზოოპარკს დაუკავშირდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბატკანძერი ჯერ ზოოპარკში, მოგვიანებით, კი კლინიკაში გადაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ფრინველს მოზრდილი ბასრი ნივთი, საკანცელარიო დანა, ჰქონდა გადაყლაპული.
ბატკანძერის დასახმარებლად რთული ოპერაციის ჩატარება იყო საჭირო. როგორც კლინიკა წერს, მსგავსი ოპერაციების გაკეთება საინჰალაციო ანესთეზიისა და იზოფლურანის წყალობით გახდა შესაძლებელი. გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯები ბუნების კონსერვაცია საქართველომ დაფარა.
საბოლოოდ, ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და ბატკანძერიც ბასრი საგნისგან გაათავისუფლეს. ფრინველი რეაბილიტაციას თბილისის ზოოპარკში გაივლის და შემდეგ თავის საბინადროში დაბრუნდება.
ბატკანძერის პოპულაცია ბუნებაში იკლებს. სახეობა ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში 2004 წლიდანაა შეტანილი, 2014 წლიდან კი საფრთხესთან ახლოს მყოფის სტატუსი აქვს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები