ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა
თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, უკვე თითქმის საუკუნეა ქალაქის N1 პურის ქარხნად წოდებული ისტორიული შენობა დგას. თბილისის N1 პურის ქარხანა 1928-29 წლებში არქიტექტორმა ნესტოროვმა ააშენა. იმის მიუხედავად, რომ შენობა ქართული კონსტრუქტივიზმის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, ის წლების განმავლობაში მიტოვებული და დაზიანებული იყო. შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო.
2 წლის წინ კი, აჭარაბეთმა აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე, რომ ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში ახალი სიცოცხლე შემოვიდა და თბილისს თითქმის თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.
ახალ ოფისში შეხვედრებისთვის 21 სხვადასხვა ტიპის სივრცეა განთავსებული, რომლებიც თანამედროვე ვიდეო-საკონფერენციო სისტემებით არის უზრუნველყოფილი. ამ სივრცეებში განათება ფიზიკური და ვირტუალური შეხვედრის შესაბამისად ავტომატურად რეგულირდება.
Adjarabet-ის ახალი ოფისი რომ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს შეესაბამება, ამაში მისი ავეჯიც დაგარწმუნებთ. საოფისე ავეჯი არის სრულად ერგონომიული და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული. ოფისისთვის ახალი ტიპის, კერძოდ, განსხვავებული სამუშაო პროცესი წარსამართი Agile ავეჯი შეირჩა, რომელიც საოფისე ავეჯის მწარმოებელ გლობალურ ბრენდებს Ahrand-ს, Techo-სა და Humanscale-ს ეკუთვნის.
Adjarabet-ის ახალ ოფისში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც მორგებულია ყოველ სამუშაო ადგილს, რათა განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux) მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს. განათების სისტემა სივრცეების და იზოდინამიკის შესაბამისად რეგულირდება.
არქიტექტორებმა შენობაში სუფთა ჰაერის მიწოდებაზეც იზრუნეს. შენობაში დამონტაჟებულია რეკუპერაციის (ჰაერცვლის) უნიკალური სისტემა, რომელიც ყოველ 20 წუთის ინტერვალში ჰაერის სრულ მოცულობას ცვლის, რაც მუდმივად სუფთა ჰაერის მოწოდებას უზრუნველყოფს.
"პირველ რიგში, შენობა იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რომ იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი — apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.
ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია — მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.
ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები, აქვს სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co-Working -ის სივრცეში), რადგან თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.
ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი იმისათვის, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად მოეწყოს. დამონტაჟებულია 200X120 ინჩის ეკრანი კინო-კლუბისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობების/ღონისძიებების საყურებლად. იგეგმება, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების და სხვა ტიპის ტურნირების განახლებული მიდგომით მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე.
რადგან განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგ სივრცის მოწყობასაც. აქ განთავსებულია სპეციალიზებული ავეჯი, უახლესი მოდელის Smart Board, რომელიც ინტეგრირებულია Cisco Webex-თან, რაც იძლევა დისტანციურად ინტერაქტიური სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ ტრენინგებისა და სხვა სასწავლო კურსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს.
რაც მთავარია, შენობა მხოლოდ 3-სართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის მართვის სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერი ხელმისაწვდომია და მათთან კომუნიკაცია ყოველგვარ ფორმალური იერარქიის დაცვასაა მოკლებულია", — განაცხადა ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა ნინო მაისურაძემ.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები