Global Game Jam Georgia — გაიცანით თამაშების ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი
თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს ერგება და მომხმარებელს ახალ, დაუვიწყარ თავგადასავლებს უმზადებს.
ვიდეოთამაში იდეიდან მომხმარებლამდე გრძელ ჯაჭვს გადის, რომლის შეუფერხებლად მუშაობას სფეროს გამორჩეული პროფესიონალები უზრუნველყოფენ. სწორედ ამიტომ, ეს კონკურენტული სფეროა, რომელშიც გამორჩეული იდეებისა და უნარების ადამიანებზე მაღალი მოთხოვნაა.
კონკურენცია, ცოდნის გაზიარება და გამოცდილება საქმის უკეთ კეთებაში გვეხმარება, ამიტომ ისეთი ჰაკათონის არსებობა, როგორიც Global Game Jam-ია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მსოფლიოში ყველაზე დიდ მობილური თამაშების შექმნის ღონისძიებას წელს საქართველოც შეუერთდა. 28-30 იანვარს, ბილაინის მხარდაჭერით 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანი ინოვაციური იდეების დანერგვის ხელშეწყობა და მონაწილეების დახმარება იყო, რათა ახალი უნარები აღმოეჩინათ და საინტერესო კონტაქტები დაემყარებინათ.
ჰაკათონში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც 2 დღის განმავლობაში თამაშების შექმნაზე იმუშავეს, მენტორებისგან რჩევები მიიღეს, საკუთარი პროდუქტი დახვეწეს და ამასთან, თამაშების ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა და გამოცდილებების შესახებ ლექციებსა და სემინარებსაც დაესწრნენ.
Parallax - გაიცანით ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი
ფოტო: ბილაინი
Global Game Jam საქართველოს დასასრულს კი მონაწილე გუნდებმა გლობალურ და ლოკალურ თემებზე შექმნილი თამაშები ჟიურის 8 წევრს წარუდგინეს. კონკურსანტებს ღონისძიების პარტნიორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი parallax გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი — 5000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო.
გუნდის წევრები გრაფიკული დიზაინერი და მენეჯერი, გიორგი ჭყრუნიშვილი, ანიმატორი, ლაშა სამხარაძე, დეველოპერები, გოგიტა შამათავა და აჩი გუგუჩია იყვნენ.
გიორგის თქმით, ჰაკათონში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგან გამოცდილების მიღებისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის კარგ შესაძლებლობად მიიჩნიეს.
„დაახლოებით 1 კვირით ადრე გავიგეთ გლობალური გეიმჯემის შესახებ და მსგავსი ღონისძიების შესახებ გაგება გაგვიხარდა. მართალი გითხრათ, კარგ ღონისძიებას და საინტერესო გუნდებს ველოდით, მაგრამ იმაზე მაგარი პროექტები ვნახეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენი მთავარი მიზანი გამოცდილების მიღება და საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია იყო“, — აღნიშნა გიორგიმ.
გიორგი მათ მიერ შექმნილი თამაშის იდეაზეც გვესაუბრა და აგვიხსნა, რომ სიუჟეტი ერთ-ერთ ბნელ პლანეტაზე ვითარდება, მისია კი მისი განათებაა.
„ჩვენი თამაშის იდეა ასეთია: გალაქტიკაში უამრავი უსიცოცხლო და ბნელი პლანეტაა, მზეზე კი ბევრი ნათურა ცხოვრობს და ანათებს. თამაშისას ერთი რიგითი ნათურა ხარ, რომელსაც ჩაბნელებულ პლანეტაზე აგზავნიან. შენი მიზანია, მიხვიდე პლანეტის ცენტრში და გაანათო ის. გარდა ამისა, მეგობარი ნათურების დახსნაც უნდა შეძლო, ისე გამოიყენო თამაშის ბერკეტები (სინათლის ანთება და ჩაქრობა, დამალვა, ასევე პატარა განათებებით მოწინააღმდეგის მოტყუება), რომ მოწინააღმდეგე მონსტრებმა ვერ დაგამარცხონ“, — გვიხსნის გიორგი და ამბობს, რომ მათი გამარჯვების მიზეზი სწორად არჩეული ტაქტიკა იყო — „გეიმჯემის დაწყებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ 48 საათში მოგვემზადებინა თამაში, რომელსაც ასე თუ ისე დასრულებული სახე ექნებოდა და კარგი დემო ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნებოდა, რამაც რეალურად დიდ კონკურენციაში გაგვამარჯვებინა“.
გიორგიმ აღნიშნა, რომ Global Game Jam-ის 48 საათი მისთვის დასამახსოვრებელი იყო და იმედი გამოთქვა, რომ ჰაკათონში მონაწილეობას სამომავლოდაც შეძლებს.
ინიციატივა, რომელიც თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს
Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორის, ჰაიკ ასრიანცის თქმით, მსგავსი პროექტები სამომავლოდაც გაგრძელდება, რადგან ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და მაღალი ხარისხის პროდუქტიც შეიქმნა.
"ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება და თავადაც მიიღებენ თამაშის შექმნის პროცესით სიამოვნებას. ამასთან, ინდუსტრიის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი ხარისხის პროექტები შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს პროექტებზე მუშაობას", — აღნიშნა ჰაიკ ასრიანცმა, Startup Bü ro-ს თანადამფუძნებელმა და Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორმა.
საქართველოში თამაშების ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Global Game Jam-ის ჩატარება შრომატევადი საქმეა, თუმცა მსგავსი ინიციატივების სასიკეთო გავლენა ამად ნამდვილად ღირს. ჰაკათონი ნიჭიერ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, გამოცდილების მიღებაში ეხმარება და სამომავლოდ მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაშიც ხელს უწყობს, რაც ქართული თამაშების ინდუსტრიას მსოფლიო სტანდარტებთან კიდევ უფრო აახლოებს.
ბილაინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Global Game Jam საქართველოს მხარდამჭერი გახდა და ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების კიდევ ერთ შესაძლებლობას უწყობს ხელს.
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები