გადავედით რეაბილიტაციის და არა გაკოტრების ეტაპზე — ჯორჯიან ეარვეისი
ჯორჯიან ეარვეისი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავიაკომპანიის განცხადებაში წერია, რომ ჯორჯიან ეარვეისი გადავიდა რეაბილიტაციის და არა გაკოტრების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
"ბოლო დროს, სხვადასხვა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გაჟღერდა ჯორჯიან ეარვეისის გაკოტრებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯიან ეარვეისი გადავიდა რეაბილიტაციის და არა გაკოტრების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და რეგულარული ავიარეისების შესრულებას. ამ ეტაპზე კომერციული ფრენები ხორციელდება თელ ავივის, ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით", — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
გადახდისუუნარობის გამო რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თხოვნით ჯორჯიან ეარვეისმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასული წლის 22 დეკემბერს მიმართა. სასამართლომ კომპანიის განცხადება დასაშვებად ცნო და მის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გახსნა, რაც კრედიტორებისთვის დავალიანების დაფარვის მიზნით რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს.
განჩინების მიხედვით, კომპანიის დავალიანება 175 854 075 ლარია, ხოლო აქტივების საერთო ღირებულება 21 378 262 ლარი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შპს ჯორჯიან ეარვეისს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16 168 მგზავრის წინაშე აქვს.
მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია იყიდება. შესაბამისი განაცხადი საბროკერო კომპანიის, business-brokerage-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანია 150 მლნ დოლარად იყიდება.
ამჟამად ჯორჯიან ეარვეისის 20%-ის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ეარ სერვისია, 80%-ის მფლობელი და გენერალური დირექოტორი კი დავით გაიაშვილი.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები