დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 18 221, ხოლო გარდაიცვალა 54 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის, 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 33,61%, ბოლო 14 დღის — 28,31%, ბოლო 7 დღის — 31,86%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 15 300 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 11 801;
  • აჭარა — 2 187;
  • იმერეთი — 3 382;
  • ქვემო ქართლი — 1 265;
  • შიდა ქართლი — 1 418;
  • გურია — 657;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 577;
  • კახეთი — 1 114;
  • მცხეთა-მთიანეთი — 697;
  • სამცხე-ჯავახეთი — 380;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც, 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 228, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 277, ხოლო 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: