Nvidia-მ Meta-ს გადაუსწრო და აშშ-ის მეშვიდე უმსხვილესი კომპანია გახდა
Nvidia-მ (NVDA) Facebook-ის მშობელ კომპანიას Meta-ს (FB) გადაუსწრო და აშშ-ის მეშვიდე უმსხვილესი კომპანია გახდა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $618,2 მილიარდი შეადგინა, ხოლო Meta-ს იმავე მაჩვენებელმა — $612,2 მილიარდი.
Dow Jones Market Data-ის მიხედვით, Nvidia-ს აქციების ფასი 1,7%-ით გაიზარდა, ხოლო Facebook-ის აქციები 5,1%-ით შემცირდა.
მსოფლიოს გიგანტ კომპანიებს შორის რეიტინგის გადალაგება ერთის მხრივ მეტას პოზიციების შემცირებამ, ხოლო მეორეს მხრივ Nvidia-ს პოზიციების გამყარებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, Meta-მ $267 მილიარდი დაკარგა, რის შედეგადაც მისი საბაზრო კაპიტალიზიაცია ამდენითვე შემცირდა.
ახლა Nvidia ერთი პოზიციით ჩამორჩება Berkshire Hathaway-ის, რომელმაც ორშაბათის ვაჭრობა $706,97 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით დაასრულა.
Nvidia-ს, ჩიპების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის, საბაზრო კაპიტალიზაცია სწრაფად იზარდება — ბუნებრივია, ეს მისი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგია.
კომპანიის აღმავლობა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც აშშ-ის 50 უმსხვილეს კომპანიას შორის პირველად მოხვდა. ბოლო ერთ წელში ის 15 მსხვილ ფირმას შორის იყო და გასული წლის ნოემბერში მე-7 ადგილიც ეკავა — მაშინ Nvidia-მ Berkshire Hathaway-ის გადაუსწრო.
რაც შეეხება Meta-ს, კომპანიას დიდი გეგმები აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ანგარიშის მიხედვით, ისტორიაში პირველად, Facebook-მა ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლები დაკარგა. გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1,93 მილიარდიდან 1,929 მილიარდამდე ჩამოვიდა.
გასული კვირის ოთხშაბათისთვის აშშ-ის წამყვან კომპანიებს შორის Meta-ს მეექვსე ადგილი ეკავა, თუმცა არსებული მონაცემებით, მას Berkshire-მა და Nvidia-მ უკვე გადაუსწრეს.
მსხვილი კომპანიების აქციების ვარდნა ბევრი ინვესტორისთვის შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. თუ საკუთარი საინვესტიციო კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ამჟამად შემცირებული აქციის ღირებულება სამომავლოდ გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ფასიანი ქაღალდი ხელიდან არ უნდა გაუშვა.
აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების აზრით, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები