The Guardian-მა დიანა ანფიმიადის წიგნი ბოლო დროის საუკეთესო პოეტურ კრებულებს შორის დაასახელა
ერთ-ერთმა ყველა ავტორიტეტულმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ, The Guardian-მა, ქართველი პოეტის, დიანა ანფიმიადის, წიგნი რატომ აღარ ვწერ ლექსებს ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ კრებულად დაასახელა. ჩამონათვალი გამოცემის მიმომხილველმა, პოეტმა და ბიოგრაფმა ფიონა სემპსონმა შეადგინა. ანფიმიადის კრებულის ორენოვან გამოცემაში ინგლისური თარგმანები ნატალია ბუკია-პეტერსის შესრულებულია.
"ნატალიამ ამ წიგნს ინფორმატიული შესავალიც წაუმძღვარა, რომელიც ნამუშევარს ეპიკური პოეზიის ეროვნულ კონტექსტსა და მითის ლექსიკონში სვამს", — წერს The Guardian, — "ტექსტი ყოველთვის მოუსვენარია. განსაკუთრებული ქების ღირსია გამომცემლობა Bloodaxe, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ნამუშევარი ორენოვან წიგნად გამოსცა".
ანფიმიადის კრებული The Poetry Translation Centre-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. ორგანიზაცია, რომელიც უცხოურენოვანი პოეზიის ინგლისურად თარგმნას უწყობს ხელს, ქართველი პოეტის ლექსებით ჯერ კიდევ 2018 წელს დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ რატომ აღარ ვწერ ლექსებს ავსტრიულმა გამომცემლობამაც გამოსცა. კრებულმა გერმანულენოვანი მკითხველის აღფრთოვანება დაიმსახურა.
"კრებულის სათაურიც კი აღმოჩენაა ჩემთვის, რადგან ზოგჯერ თავადაც ვფიქრობ, უნდა გავაგრძელო პოეზიის წერა თუ არა", — წერს ავსტრიელი ბლოგერი, მარინა ბიუტნერი, — "საბედნიეროდ, ანფიმიადი წერას მაინც აგრძელებს, რადგან მისი ლექსები ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშებია. მისი ტექსტების მთავარი თემა ენა და ენის სიყვარულია. ჩემთვის დიანას ლექსები სასიყვარულო სიმღერებს ჰგავს და, როგორც აღმოჩნდა, ისინი ნამდვილადაა ენებისადმი მიძღვნილი ჰიმნები; განსაკუთრებით იმ ენებისადმი, რომლებიც დავიწყებულია და გამქრალი. ლექსები ანტიკური მითოლოგიითაა შთაგონებული, მაგრამ ყოფითი გამოცდილებითაც არის გაჯერებული".
ბიუტნერი ანფიმიადს "ენის ჯადოქარს" უწოდებს და ეს არცაა გასაკვირი — ქართველი პოეტი ლინგვისტია. მან 2009 წელს, პოეტური კრებულისთვის შოკოლადი პრემია საბა მიიღო წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. 2008 წელს ანფიმიადი ასევე გახდა გალას კონკურსის ნომინანტი და პრემია წეროს გამარჯვებული.
2018 წელს ქართველი პოეტი წიგნისთვის წინასწარმეტყველება მურაბით ავსტრიული კულინარიული წიგნების კონკურსის პრიზიორი გახდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები