თურნავა მიდის, მას დავითაშვილი ცვლის
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს — მას პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურნავა მათი გუნდის წევრად რჩება.
ამასთან, როგორც თურნავამ ისაუბრა, ის საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვტილება არ მიუღია.
"ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული. მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობთ საზოგადოებას", — თქვა მან.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის 18 აპრილს, მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობის დროს დაინიშნა. მან ოცნების პირობებში სამ პრემიერმინისტრთან — მამუკა ბახტაძესთან, გიორგი გახარიასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან — იმუშავა.
თურნავას მინისტრობის პერიოდს რამდენიმე გახმაურებული საინვესტიციო პროექტების ჩაშლა უკავშირდება. მათ შორის, აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი — სწორედ თურნვას მინისტრობისას გაწყვიტა მთავრობამ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულება, რის შემდეგაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა. თურნავა მინისტრობის ბოლომდე ამბობდა, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება სურს.
აქვე უნდა ითქვას კიდევერ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ნამახვანჰესის შესახებაც — როგორც ცნობილია, ჰესის ინვესტორმა ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება თურნავას მინისტრობის პერიოდში მიიღო. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმეთვიანი პროტესტი და მედიაციის პროცესი. როგორც ცნობილია, ენკამ უკვე დახურა საქართველოში ოფისები და საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილისთვის ემზადება.
თურნავას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და მძიმე ლოქდაუნები, რის შედეგადაც, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. დრამატულად შემცირებულ მაჩვენებელთან შედარებით კი 2021 წელს ეკონომიკის 10,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ნათია თურნავა ხშირად ამბობდა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მეტად ინკლუზიური გახდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისივე მინისტრობის პერიოდში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად, 648 176 ადამიანამდე გაიზარდა.
2018-2019 წლებში თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2006-2013 წლებში ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა მუშაობდა 2000-2005 და 2005-2006 წლებშიც. გარდა ამისა, 2005 წელს ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები