5 ნიშანი იმისა, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ
იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობის ტოქსიკურობა შორიდან ხშირადაა თვალშისაცემი, პარტნიორები ზოგჯერ მანიპულირებენ, ამიტომ ასეთი კავშირის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდებათ იმის გასააზრებად, როდის და რატომ უნდა გადაწყვიტონ დაშორება.
"ჯანსაღი ურთიერთობა თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება, არაჯანსაღი ან ტოქსიკური კი — ძალაუფლებასა და კონტროლს", — აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი კატარინა არგერი.
სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო უჭირთ ადამიანებს, თავი დააღწიონ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ ნიშნების ამოცნობა, რომლებიც არაჯანსაღ კავშირებს ახასიათებთ.
1. არაკეთილგანწყობილი კომუნიკაცია
უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, თუმცა, გასათვალისწინებელი აქ ის არის, თუ რა ფორმით გამოხატავს პარტნიორი თავის განსხვავებულ პოზიციას.
ურთიერთობების ფსიქოთერაპევტის, დარსი სტერლინგის თქმით, ზიზღნარევი კომუნიკაცია ან პარტნიორის მხრიდან უფროსობა ჯანსაღი ურთიერთობების უმთავრესი მტერია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორი საუბარში ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგომას ან "ბოლო სიტყვის" თქმას ცდილობს.
სტერლინგი დასძენს, რომ მწვავე კამათისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ თქვას, რასაც სულაც არ გულისხმობდა, მაგრამ თუკი პარტნიორი მუდმივად ტოქსიკურად იქცევა მსგავს სიტუაციაში, ეს ცუდის ნიშანია.
ტოქსიკურად მოქცევა კი "სიტყვიერად დამცირებას, წარსულის უსიამოვნებების გახსენებას, პარტნიორის (და არა პარტნიორის საქციელის) გაკრიტიკებას და დაშორებით მუქარას" გულისხმობს.
2. მეტისმეტი სიფრთხილე და იმის განცდა, რომ ბეწვის ხიდზე დადიხარ
"თუკი ყოყმანობ, ღირს თუ არა რაღაცის გაზიარება პარტნიორისთვის, რადგან ამან შეიძლება იგი გამოიწვიოს, ეს ურთიერთობის ტოქსიკურობაზე მიანიშნებს", — აცხადებს სტერლინგი.
ტოქსიკური პარტნიორის ამგვარმა სახემ დანაშაულის განცდა შეიძლება შენ გაგიჩინოს და გაგრძნობინოს, რომ ურთიერთობაში თავადვე ხარ პრობლემა. ესეც გაკონტროლების ერთ-ერთი ტაქტიკაა.
ამისგან განსხვავებით, ჯანსაღ ურთიერთობაში, ადამიანები ყოველთვის გულღიად საუბრობენ და არ ეშინიათ, რომ თუკი შემთხვევით რაიმე განუზრახველს იტყვიან, პარტნიორი ამას მათ წინააღმდეგ მიმართავს.
"წყენის გულში ჩამდები ადამიანები კარგი პარტნიორები არ არიან და კარგი პარტნიორები ნაკლებად არიან წყენის გულში ჩამდებები", — ამატებს სტერლინგი.
3. როცა მხარდაჭერას ყოველთვის გასცემ და არასდროს იღებ
გაცვეთილი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, ურთიერთობა ორმხრივი გზაა და მხარდაჭერაც ორივე მიმართულებით უნდა მოძრაობდეს.
"არ შეიძლება, ერთის საჭიროებები ყოველთვის მეორის ინტერესების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს", — ამბობს ფსიქოთერაპევტი ჯენი მარი ბატისტინი, — "და თუკი გრძნობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის პარტნიორის ინტერესებს ეწირება, ან ყოველთვის გვერდზეა ჩაჩოჩებული, ეს სწორედაც რომ ტოქსიკურ ურთიერთობაზე მიანიშნებს".
4. ურთიერთობის მიღმა ცხოვრებისგან იზოლაცია
"მაშინაც კი, თუ პარტნიორი თქვენთვის საუკეთესო მეგობარია ან ადამიანი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ხართ, იგი თქვენს მთელ ცხოვრებად არ უნდა აქციოთ", — ამბობს სტერლინგი, — "როცა ატყობთ, რომ ურთიერთობის მიღმა სამყაროს შორდებით, თქვენი სხვა ურთიერთობები კი ცივდება, ეს პრობლემაზე მიანიშნებს".
პრობლემა ხშირად ტოქსიკური მონოგამიის სახეს იღებს — როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ერთადერთი, რაც ცხოვრებაში სჭირდება, რომანტიკული პარტნიორია.
ეს ცნება ეხება ინტერესებს, აქტივობებსა და ჰობისაც; თუ ამჩნევთ, რომ აღარ ხართ დაკავებული იმით, რასაც წინათ სიამოვნებით აკეთებდით, ბატისტინის თქმით, ესეც ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნაზე შეიძლება მეტყველებდეს.
5. ნებისმიერი სახის მანიპულაცია, რომელიც ავტონომიას გართმევთ
ურთიერთობაში მანიპულაციის სხვადასხვა სახე შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. პარტნიორის ასეთი საქციელის უკიდურესი ფორმა პირადი სივრცის განცდას გიკარგავთ და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას გართმევთ.
როგორ მივხვდეთ, რომ დროა, ტოქსიკურ ურთიერთობას თავი დავაღწიოთ
როცა გამოვლენილი ნიშნებით ურთიერთობის ტოქსიკურობას ამოიცნობთ, მისი დასრულება ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი გზაა. თუკი ურთიერთობაში სიტყვიერ ან ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დახმარების თხოვნა საკუთარი კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯია.
სხვა მხრივ, ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს: ფინანსურმა მდგომარეობამ, საერთო ბინაში ცხოვრებამ, ან თუნდაც იმაზე დაფიქრებამ, რომ პარტნიორზე დრო, სიყვარული და ენერგია გაქვს დახარჯული.
"ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის თვითშეფასება ხშირად დაქვეითებულია და იგი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს იმსახურებს", — ამბობს ბატისტინი, — "ან შეიძლება, საკუთარი თავიც დაადანაშაულოს, რომ თუკი თავად შეეცდება, ურთიერთობას გამოასწორებს".
თუმცა, ფაქტორების შეფასებით, თუ ურთიერთობა გადასარჩენად ღირს, ამაზე პარტნიორთან ღიად საუბარი სჯობს. ბატისტინის თქმით, როცა პარტნიორი პრობლემის არსს ხვდება, აჯობებს, წყვილების თერაპევტს მიმართოთ, რომელიც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას, კომპრომისის პოვნასა და ურთიერთობის არაჯანსაღი ნაწილების მოშორებას გასწავლით. სეანსები თქვენს ურთიერთობაზე პროფესიონალის პოზიციასაც გაგაგებინებთ, რაც მისი ბედის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
როგორ დავასრულოთ ურთიერთობა უმტკივნეულოდ
ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია. დასაწყისისთვის, სჯობს, საქმის კურსში ახლობელი ადამიანები ჩააყენოთ — ისინი, ვისი იმედიც შეიძლება ურთიერთობის დასრულებისას და მას შემდეგ გქონდეთ.
"თუ უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებაც გიწევთ, საცხოვრებლად სხვა უბანში ან ქალაქში, ოჯახის წევრთან ან მეგობართან გადასვლა სჯობს. ამ შემთხვევაში თანამშრომლები და მეგობრები უნდა გააფრთხილოთ, რომ თქვენი ადგილსამყოფელი არავის გაუმხილონ, თქვენ კი სოციალურ ქსელში აქტივობა უნდა შეზღუდოთ. უმჯობესი იქნება, ტელეფონის ნომერსაც თუ შეიცვლით", — ამბობს ბატისტინი.
სხვა შემთხვევაში კი, თუ დაშორებაზე პარტნიორთან საუბარი უსაფრთხოა, ამისთვის სათანადო დრო უნდა გამოყოთ. ამასთან, აუცილებელი არაა, იმაზე უფრო დაწვრილმანებით ახსნათ გადაწყვეტილება, ვიდრე გსურთ.
"გახსოვდეთ, რომ 'არა' სრული წინადადებაა", — დასძენს არგერი, — "და, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი კეთილდღეობის ბედი განსახილველი არ უნდა გახდეს".
სახლი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრია.
ის საშუალებას გაძლევთ, გაუმკლავდეთ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
→ ნარკოტიკზე, ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულებები და სხვადასხვა კომპულსიური ქცევები
→ კვებითი აშლილობა
→ შფოთვა
→ დეპრესია
→ ტრავმა
→ მწვავე სტრესი და ადაპტაციის პრობლემები.
ლიცენზირებული სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ბენეფიციარს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ინტერვენციას.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები