თბილისი ენერჯი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაზის წვისას ალის ფერს მიაქციონ ყურადღება. კომპანიის განცხადებით, მისი ყვითელი შეფერილობა CO-ს დაგროვებაზე მიანიშნებს.

"გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა", — ნათქვამია განცხადებაში.