მეგრელიშვილი: პირველი კატასტროფული შეცდომა იყო ბურჭულაძესთან და ვაშაძესთან გაერთიანება, მეორე — ჯაფარიძის წასვლა
გირჩის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 2016 წელს პაატა ბურჭულაძესა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანება პირველი, ხოლო, პარტიიდან ზურაბ ჯაფარიძის წასვლა მეორე კატასტროფული შეცდომა იყო. მისი თქმით, პარტია ახლა "ტრავმას იშუშებს".
"ჩვენი აზრით, როდესაც ჩვენ 2016 წელს შეცდომა დავუშვით და პაატა ბურჭულაძესთან, გიორგი ვაშაძესთან და კიდე მემარჯვენეებთან გავერთიანდით, ეს იყო კატასტროფული შეცდომა გირჩის ისტორიაში. მეორე კატასტროფული შეცდომა იყო ჩვენი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლა პარტიიდან.
პირველმა კატასტროფამ, ფაქტობრივად, გარკვეული პერიოდი გაგვაძლებინა, ქუჩაში ვიყავით და მაშინ დავდეთ პირობა, რომ არასდროს, არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ამ ტიპის არაგულწრფელ გარიგებას არ დავდებდით და ჩვენ ახლა ტრავმას ვიშუშებთ, რომელიც არ არის შეცდომა, ეს არის ტრავმა. ეს ტრავმა ჩვენ უნდა მოვიშუშოთ იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ, სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით. მაგრამ ეს პოლიტიკური თამაში ნიშნავს ყველასთან საუბარს, მიუხედავად წარსულისა, ისტორიისა, იმიტომ, რომ ასეთი ქვეყანა გვაქვს, სხვა არ არის, თორემ არჩევანი რომ იყოს, კიბატონო", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ოთხმა პარტიამ ბლოკი 2016 წელს 18 აგვისტოს შექმნა. ბლოკში გირჩთან ერთად, ბურჭულაძის პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ვაშაძის პარტია, ახალი საქართველო, ახალი არჩევანი და ახალი მემარჯვენეები იყო გაერთიანებული. მალევე, 27 სექტემბერს გირჩმა ბლოკი დატოვა.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მან გასული წლის 4 დეკემბერს განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს.
26 დეკემბერს მან ახალი პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის ოფიციალურად დააფუძნა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები