ოსკარის ნომინაცია Don't Look Up-ის ნაცვლად სპაიდერმენს უნდა მიეღო — ჯიმი კიმელი
8 თებერვალს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი 2022-ის ნომინანტები დაასახელა. უამრავ მაყურებელს გაუკვირდა, რომ ერთ-ერთ მთავარ — საუკეთესო ფილმის ნომინაციაში დასახელებულ 10 სათაურს შორის წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინომოვლენად შეფასებული Spider-Man: No Way Home არ აღმოჩნდა. გამონაკლისი არც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი კიმელია, რომელმაც უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.
"როგორ მოხდა, რომ სპაიდერმენი საუკეთესო ფილმის 10 ნომინაციას შორის არ დაასახელეს? დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ აშშ-ში ფილმის შემოსავალმა $750-ს გადააჭარბა და კიდევ იზრდება. საოცარი ფილმი იყო. წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის ვერ მოხვდა? მასში 3 სპაიდერმენი მონაწილეობდა. იმის თქმა გინდათ, რომ Don’t Look Up სპაიდერმენზე უკეთესი იყო? რა თქმა უნდა, არ იყო", — განაცხადა ტელეწამყვანმა.
ჯიმი კიმელმა არგუმენტად Rotten Tomatoes-ის შეფასებებიც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც Don’t Look Up-ს 46% აქვს, ხოლო Spider-Man: No Way Home-ს — 90%.
"გინდათ გაიგოთ, რა მოხდა? ხმის მიცემაში ჩართულმა პირებმა სიას შეხედეს, დაინახეს ლეონარდო დიკაპრიოსა და მერილ სტრიპის სახელები და ხმა მათ ფილმს მისცეს. ამის შემდეგ მანქანაში შვილები ჩასვეს და სპაიდერმენის სანახავად წავიდნენ. მოეწონათ, მაგრამ მას ხმა არ მისცეს", — განაცხადა ჯიმი კიმელმა.
2022 წლის ოსკარზე სპაიდერმენმა ნომინაცია მხოლოდ საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მოიპოვა. შედარებისთვის, Don’t Look Up-ს 4 ნომინაცია აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიამ ცოტა ხნის წინ წესები იმგვარად შეცვალა, რომ საუკეთესო ფილმის ტიტულის მისაღებად ბრძოლაში ჩაბმა 10 ფილმს შესძლებოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოსკარებზე კარს სუპერგმირების შესახებ გადაღებულ ფილმებს გაუღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჯერჯერობით Black Panther და Joker ორად ორი ფილმია, რომელსაც საუკეთესო ფილმისთვის ნომინაცია აქვს მოპოვებული.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები