თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ
პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი — ეს 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე კი პროფესიონალებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია.
თიბისიმ, როგორც რეგიონის წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიების დარგში თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიების დაუფლებაში შეეწყო ხელი. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა.
მათ შორისაა თამარ დოკვაძე, თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგის ასოცირებული პარტნიორი და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. თამარმა აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, რის შემდეგაც აკადემიაში Front-end Development-ის შესწავლა გადაწყვიტა, ბოლოს კი თიბისის გუნდის წევრიც გახდა. თამარი მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა.
"აკადემიის დამსახურებაა, რომ მე ამ პოზიციაზე ვმუშაობ. აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დავსაქმდი, იქ მიღებული ცოდნა კი სამუშაო პროცესში განვითარებაში კიდევ უფრო დამეხმარა", — აღნიშნავს ის.
თამარი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიებისკენ, რადგან ეს უკანასკნელი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა. "თიბისის IT აკადემია საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი", — აღნიშნავს იგი.
2019 წელს, აკადემიის გახსნისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს თიბისის პლატფორმების ლიგის ასოცირებული პარტნიორი და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია.
კურსის გავლამდე გიორგი ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა, სწავლის დასრულებიდან წელიწადსა და ნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა, IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო.
"ტესტირების ავტომატიზაციის პირველ კურსზე, რომელიც 2020-ის დეკემბრიდან დაიწყო, ორგანიზაციულ საკითხებს ვხელმძღვანელობდი, სტუდენტებს ვუწევდი ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ კი მალევე გავხდი ასოცირებული პარტნიორი", — ამბობს გიორგი.
აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია ლუკა ჩიტიაშვილიც, რომელიც თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორია. IT აკადემიის დასრულების შემდეგ ლუკამ თიბისიში სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა გუნდში იმუშავა.
IT აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და თიბისის Chapter Lead-ია გიორგი არაბული, რომელმაც თიბისის აკადემიის შესახებ უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს შეიტყო. ის ამბობს, რომ მანამდე ტექნოლოგიური მიმართულებით მწირი ცოდნა ჰქონდა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კარგი თეორიული საფუძველი გაუჩნდა, მისი დასრულების შემდეგ კი თიბისის ინვესტიციების გუნდს შეუერთდა.
თიბისის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელის, გვანცა მურღვლიანის თქმით, თიბისი აკადემიას Boot camp პროგრამები გამოარჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სპეციალობას სტუდენტები ინტენსიურ ფორმატში, 3-დან 4 თვემდე პერიოდში ეუფლებიან. გარდა ამისა, გვანცას თქმით, კურსები, რომლებიც IT აკადემიაში ისწავლება, უნიკალურია.
"IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომლებიც ბაზარზე სხვაგან არ გვხვდება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ, დროთა განმავლობაში კი სხვადასხვა მიმართულება დავამატეთ. ვგეგმავთ, მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი — მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ, უცვლელი რჩება", — ამბობს გვანცა.
გვანცას თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ამაში კი მათ დახმარებას თიბისის IT აკადემია გაუწევს. კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ "შესაძლებლობებით და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ".
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები