თიბისი Z-ისა და სტარტაპერის მხარდაჭერით ალტე უნივერსიტეტი მოსწავლეთათვის Start-up მარათონს იწყებს
თიბისი Z-ისა და სტარტაპერის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასშტაბური Start-up მარათონი გაიმართება, რომელიც მიზნად მათთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, განსხვავებული იდეების მქონე თანატოლების აღმოჩენასა და მათი ბიზნეს იდეის რეალიზებას ისახავს. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან — GITA-სთან პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებს იდეის წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.
Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:
- სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან; ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა და Start-up გარაჟის სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება;
- 5 000 ლარიანი ჯილდო გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდისთვის თიბისი Z-ისა და სტარტაპერისგან.
პროექტი ალტე უნივერსიტეტში განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი 28 თებერვლამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სადაც პირად ინფორმაციასთან ერთად მოკლედ აღწერენ თავიანთ ბიზნეს იდეას. რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
მეორე ეტაპი, რომელიც 1-დან 7 მარტამდე გაგრძელდება, აპლიკაციების გადარჩევასა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებას მოიცავს. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- რამდენად ინოვაციურია ბიზნეს იდეა?
- რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება?
- რამდენად რეალისტურია ბიზნეს იდეა?
- რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა?
უპირატესობა მიენიჭება იდეებს, რომელთაც წარადგენენ გუნდები. პროექტების შერჩევა მოხდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.
მესამე ეტაპზე, რომელიც 7-დან 20 მარტამდე გაგრძელდება, შერჩეული გუნდები ტრენინგებს გაივლიან, რაც მათ საკუთარი ბიზნეს იდეის დახვეწაში დაეხმარება შემდეგი საკითხების მიხედვით:
- იდეიდან პროტოტიპამდე;
- პრეზენტაციის/Pitch-ის მომზადება;
- ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავება;
- რესურსებისა და ინვესტორების მოზიდვა.
მეოთხე ეტაპი, 20 მარტიდან 5 აპრილამდე, პროექტზე მუშაობას დაეთმობა. მოსწავლეები დაიწყებენ საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. ამ პერიოდში თითოეულ მონაწილეს უხელმძღვანელებს მენტორი, რომელიც მოსწავლეთა გუნდებს დაეხმარება, დახვეწონ და წარსადგენად მოამზადონ ბიზნეს იდეები.
მეხუთე ეტაპზე, რომელიც აპრილში გაიმართება, ალტე უნივერსიტეტი პროექტების წარდგენის და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს. გამარჯვებულებს წინასწარ შედგენილი ჟიურის წევრები შეარჩევენ.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები