ვითიბი, როგორც #1 ქომაგი, აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ლილო მოლის ტერიტორიაზე ჩატარდა ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისა და განვითარების სამუშაოები.

"ლილო მოლის და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა, თბილისში, 2013 წლიდან დაიწყო. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება ლილო მოლის ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად", — განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.