ენდრიუ გარფილდს სპაიდერმენებმა ოსკარის ნომინაცია თბილი ტექსტით მიულოცეს

ფოტო: Getty Images
ენდრიუ გარფილდის თქმით, Spider-Man: No Way Home-ის მსახიობებმა, ტობი მაგუაირმა და ტომ ჰოლანდმა, ოსკარის ნომინაცია, რომელიც მან Tick, Tick... Boom-ში როლის შესრულებისთვის მიიღო "ძალიან თბილი ტექსტით" მიულოცეს.
"ტომისგან და ტობისგან მე ძალიან, ძალიან თბილი ტექსტი მივიღე. სპაიდერმენები დღეს ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუჭერთ და ეს ძალიან სასიამოვნოა", — ამბობს გარფილდი ახალ ინტერვიუში.

ფოტო: Getty Images
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ტომ ჰოლანდმა აღინიშნა, რომ სპაიდერმენებს საეთო ჩატი აქვთ, რომელიც დღემდე აქტიურია."დროდადრო ერთმანეთს ვეხმიანებით და 1-2 საათი ვსაუბრობთ. ყოველი დიალოგი კი მთავრდება სიტყვებით: "მიყვარხართ, ბიჭებო". ჩატში Spider-Man: No Way Home-ის რეკორდზეც ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა, მიხარია ამ ბიჭების გაცნობა", — განაცხადა ჰოლანდმა.
ენდრიუ გარფილმა ოსკარის ნომინაცია 2021 წლის მიუზიკლისთვის, სახელად Tick, Tick... Boom, მიიღო. გარფილდი დრამატურგ ჯონათან ლარსონს განასახიერებს და მიუზიკლი ამ ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს.
ენდრიუ გარფილდი 2016 წლის ფილმისთვის, სახელად Hacksaw Ridge, ოსკარის ნომინაციაში ადრეც დაასახელეს. ასე რომ, გარფილდისთვის წლევანდელი ოსკარის ნომინაცია უკვე მეორეა.
ასევე იხილეთ:
- ტომ ჰოლანდი ნანობს, რომ როლის "წართმევისთვის" ენდრიუ გარფილდს არ მოუბოდიშა
- ენდრიუ გარფილდი Spider-Man: No Way Home-ში მონაწილეობას ემა სტოუნსაც უმალავდა
- ტომ ჰოლანდმა სპაიდერმენების პირველ შეხვედრაზე დასამშვიდებლად ზენდეია გაიყოლა
- 8 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენი მე-3 ფილმს იმსახურებს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები