დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში, მელინდა სიმონსი წერს, რომ კიევში რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. ბრიტანეთის მოქალაქეებს კი მოუწოდებენ უკრაინა კომერციული რეისებით დატოვონ.

"ვრჩები კიევში და ვაგრძელებ მუშაობას ძირითად გუნდთან ერთად. საელჩო ფუნქციონირებას განაგრძობს", — წერს სიმონსი Twitter-ზე.

გუშინ, 11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელთან საუბრის შემდეგ, დადასტურდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა. მისი თმით, ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

გაიგე მეტი: