გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი "მეწარმე ქალთა სკოლას" იწყებენ
ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს, რაც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესების შეცვლას შეუწყობს ხელს.
"მეწარმე ქალთა სკოლა", რომელიც ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდება, მეწარმე ქალებს მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის ხელშეწყობის 360-გრადუსიან მიდგომას, შესთავაზებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
"მეწარმე ქალთა სკოლა" საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნება. სკოლის შექმნა და განვითარება განხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.
გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის დადებული შეთანხმების ხელმოწერას UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი დაესწრო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად, ნიუ-იორკიდან შეუერთდა.
"გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესის იმპერატივია. ეს კომპლექსური საკითხია, რომლის გადაწყვეტა სხვადასხვა გზით შეიძლება. ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი მომავალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებას სხვას ვერ ანდობენ. მივესალმებით ამ მხრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თუკი ჩვენი პარტნიორობის შედეგად მეწარმე ქალები პროფესიულ ზრდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ", — განაცხადა მირიანა შპოლიარიჩ ეგერმა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
"საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „მეწარმე ქალთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობითა და, წინასწარი მოკვლევის შედეგად, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც პროგრამა იქნება კონცენტრირებული. ესენია: განათლება, მხარდაჭერა და ქოუჩინგი, გამოცდილების მიღება და თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო ხელშეწყობაში", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.
"ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა სკოლა" წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში", — აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.
ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია, თუმცა მთლიანობაში, ბიზნეს-გარემო კვლავ მეტწილად კაცების ასპარეზია. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. 2017 და 2019 წლებს შორის, ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც და 29 პროცენტს არ აღემატებოდა.
საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების 59.5 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი]
გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი "მეწარმე ქალთა სკოლა" სწორედ ამ კომპლექსურ გამოწვევებს ეხმიანება. სკოლის დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს და ბიზნესის სამყაროში გამარჯვება ასწავლოს.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები