მთავრობა სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმებას გეგმავს — რას გულისხმობს
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი მარტიდან "დასაქმების აქტიური პოლიტიკა" და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების "მასშტაბური პროგრამა" დაიწყება, რომლის ფარგლებშიც სოციალურ შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში, — აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც "ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია". ღარიბაშვილის მტკიცებით, პროგრამა "საუკეთესო დასავლური პრაქტიკის" შესწავლის შედეგად შეიმუშავეს, რომლის ფარგლებშიც 200 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
"აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს, ერთი მხრივ გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის ან არსებული გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმითვე, სამინისტროები პირველ ეტაპზე 50 ათასამდე ვაკანისას გამოაცხადებენ, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი წელს 100 ათასამდე გაიზარდოს.
"ლიმიტი არ გვაქვს რეალურად, 50-ით დავიწყებთ, მაგრამ ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება, იმისდა მიხედვით გადავაწყობთ სისტემას", — თქვა პრემიერმინისტრმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსარგებლეს ექნება საშუალება აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი სამუშაო 4 წლის განმავლობაში სოციალურ დახმარების შეწყვეტას არ განაპირობებს.
"მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა, ანუ ის დახმარება, რასაც დღეს იღებს, რა თქმა უნდა, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ამას არ შევეხებით. ამის ზემოდან, ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი, ანუ ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება 700-800 ლარიც და ამის ზემოდან კიდევ 300 ლარი ექნებათ დამატებით სახელმწიფოსგან", — თქვა მან.
მისივე განცხადებით, მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება. თუმცა ღარიბაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.
"ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის ვარაუდით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა სიღარიბის დაძლევის გზაზე "უმნიშვნელოვანეს" ნაბიჯად იქცევა.
შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარში სოციალური დახმარება 648 176 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17,4%-ია. აღსანიშანავია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია.
სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო ერთ წელში 22%-ით, ანუ 115 934 ადამიანით არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, იანვარში დახმარება საქართველოში მცხოვრებმა 175 716-მა ოჯახმა მიიღო.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები