10 შემთხვევა, როცა ეიფორიამ ნარკოდამოკიდებულების სირთულეები გვიჩვენა
ეიფორია HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია, რომელიც ამერიკელი თინეიჯერებისა და მათი პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოტიკების მოხმარებაა, რომლის შესახებაც ეიფორია მთავარი გმირის, ნარკოტიკებზე დამოკიდებული თინეიჯერი რუს ისტორიის საშუალებით გვიამბობს.
ცოტა ხნის წინ ნარკოდამოკიდებულებასთან მებრძოლი ორგანიზაციის D.A.R.E. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეიფორია "მცდარად და არასწორად" წარმოაჩენს უფროსკლასელების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას და "ისე აჩვენებს, თითქოს ნარკოდამოკიდებულება, ანონიმური სექსი, ძალადობა და სხვა დესტრუქციული ქმედებები საყოველთაოდ გავრცელებული და ჩვეულებრივი რამაა თანამედროვე მსოფლიოში".
ამ შეფასებას რუს როლის შემსრულებელი და სერიალის თანაპროდიუსერი, ზენდეია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "სერიალი მორალური ზღაპარი არაა, რომელიც ადამიანებს ასწავლის, თუ როგორ იცხოვრონ ან რა გააკეთონ". ზენდეიას თქმით, მისი პერსონაჟი მაყურებელს კარგად აჩვენებს, თუ როგორი დამაზიანებელი, მძიმე და რთულია ნარკოდამოკიდებულება ყველასთვის:
"ნარკოტიკების გამო რუმ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა. მას იმის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ თავისი ემოციები ან სხეული მართოს. ის საშინელ ტკივილს განიცდის და სწორედ ამ შინაგანი ემოციების ჩვენება გვინდოდა და იმისაც, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მათზე, ვის საყვარელ ადამიანსაც ამის გამოვლა უწევს".
მართლაც, სერიალი ცხადად და შეულამაზებლად აღწერს იმ სირთულეებს, რომელთა გამოვლაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ ოჯახის წევრებს უწევთ და მათგან 10 დასამახსოვრებელ და მძიმე მომენტს შეგახსენებთ:
1. როცა ჭარბი დოზის მიღების შემდეგ უგონოდ მყოფი რუ ჯიამ ოთახში იპოვა
სერიალის პირველივე ეპიზოდში კარგადაა ნაჩვენები, თუ რამდენად მძიმეა ჯიასთვის უფროსი დის მსგავს მდგომარეობაში პოვნა და ამ სტრესთან გამკლავება.
2. როცა ნარკოტიკების გამო რუ დედას ეჩხუბა, შემდეგ კი მას გატეხილი მინით ხელში დაემუქრა
ამ სცენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რომ ნარკოდამოკიდებულება ხშირად ადამიანებს აიძულებს, საკუთარი ოჯახის წევრებს სასტიკად მოექცნენ.
3. როცა გავიგეთ, რომ ქესის მამა ჰეროინსა და ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებული გახდა, შემდეგ კი შვილის ცხოვრებიდან გაუჩინარდა
ქესის მამასთან გამომშვიდობების სცენის ცრემლების გარეშე ნახვა ნამდვილად რთულია.
4. როცა რუმ ალის უთხრა, თუ როგორ უჭირდა სიფხიზლე
"არ მინდა, ამის ნაწილი ვიყო, არ მინდა, ამას ვუყურო", — ეს პატარა სცენაც კი საკმარისია იმ სირთულეების გასაანალიზებლად, რომლის გადალახვის ძალასაც რუ ასე ხშირად კარგავს.
5. როცა ალიმ რუს უთხრა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ნარკოტიკებზე დამოკიდებული, მით უფრო გაუჭირდება
"სიმართლე ისაა, რომ ნარკოტიკი შენს პიროვნებას თავიდან ბოლომდე ცვლის. მორალი და პრინციპები — ყველაფერს, რაც გეძვირფასება და ყველაფერს, რისიც გწამს, ფანჯრიდან ისვრი ან წყალს ატან".
6. როცა ალიმ გაიხსენა, რომ ნარკოტიკების გამო ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა
"ყოველ საღამოს ვჩხუბობდით, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ ღამეს მოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი ორი პატარა გოგო მიყურებდა. ვიფიქრე, რომ ჩემმა ორმა შვილმა დაინახა, როგორ გავარტყი მათ დედას სახეში მე, ზრდასრულმა კაცმა. 30 წელი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მოვკლავდი მამაჩემს ზუსტად იმის გამო, რაც საკუთარი შვილების დედას გავუკეთე".
7. როცა რუმ ალის, დედამისსა და ჯულსს გული ატკინა
მის პიროვნებასა და ცხოვრებაზე ნარკოტიკების გავლენის გამო რუმ ახლობელ ადამიანებს გული არაერთხელ ატკინა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი მეორე სეზონის მეხუთე სერია აღმოჩნდა, როცა რუ ირგვლივმყოფებს დაუპირისპირდა.
8. როცა რუს დედამ შვილის ნარკოდამოკიდებულების შესახებ გაიგო, რუმ კი ყვირილი და სახლის დალეწვა დაიწყო
რუს აგრესია და ჯიას ოთახის კარის დალეწვა მარტივი საყურებელი ნამდვილად არ ყოფილა. ამ სცენამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ნარკოდამოკიდებულებამ შესაძლოა ადამიანს საკუთარ ემოციებსა და თავზე კონტროლი დააკარგვინოს.
9. როცა რუმ საკუთარ ემოციებზე კონტროლი დაკარგა, რადგან ფეზკომ კარი არ გაუღო
ფეზკომ რუს ნარკოტიკის მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მისი თქმით, რუს თავის მოკვლაში ვერ დაეხმარებოდა. ამის შემდეგ რუ საკუთარ ემოციებზე კონტროლს კარგავს, ნარკოდამოკიდებულებას ფეზკოს აბრალებს და ტირის.
10. როცა ნარკოტიკის მიუღებლობის გამო რუს სხვადასხვა სიმპტომი ტანჯავდა
ნარკოტიკის მიუღებლობის გამო რუს მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა, ფაღარათი და სხვა სიმპტომები ტანჯავდა, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულების განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი სირთულეა.
სახლი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრია.
ის საშუალებას გაძლევთ, გაუმკლავდეთ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
→ ნარკოტიკზე, ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულებები და სხვადასხვა კომპულსიური ქცევები
→ კვებითი აშლილობა
→ შფოთვა
→ დეპრესია
→ ტრავმა
→ მწვავე სტრესი და ადაპტაციის პრობლემები.
ლიცენზირებული სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ბენეფიციარს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ინტერვენციას.
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
კომენტარები