მითების დეტექტორი: ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?
მითების დეტექტორმა დიდი ბრიტანეთის დედოფლის გაყალბებული ფოტო გამოავლინა და მისი ისტორია შეისწავლა.
6 თებერვალს, ფეისბუქ მომხმარებელმა აპრაკუნე ჭიმჭიმელმა დიდი ბრიტანეთის მიერ ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში 3 ფოტოა გამოყენებული: პირველ მათგანზე ბრიტანელი სპორტსმენები ჩანან, ისინი ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებენ, მეორე ფოტოზე ამავე ჟესტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იმეორებს, მესამე ფოტოზე კი ასეთი მისალმებისას დედოფალი ელისაბედ II არის აღბეჭდილი. ფოტოებს ახლავს შემდეგი კომენტარი: "ბრიტანეთმა 38 წლის ოლიმპიადას შეადარა დღევანდელი და ამ გნიდებს დაავიწყდათ როგორ ესალმებოდნენ და აფინანსებდნენ ადოლფიკოს?"
პოსტი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც ჩინეთში ამჟამად მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს და ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირები მინისტრები ან დიპლომატები არ გაგზანეს. ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ და ახლმა ზელანდიამ ამის მიზეზად ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაასახელს. 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დიდ ბრიტანეთს ბერლინში ჩასატარებელი ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მაშინ ბერლინის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო მოძრაობა დამარცხდა.
აპრაკუნე ჭიმჭიმელის მიერ პოსტში გამოყენებული ელისაბედ II-ის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული, ბრიტანელი ათლეტების ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება და მათი ჟესტი არა ნაცისტურ, არამედ ოლიმპიურ მისალმებას წარმოადგენს. რაც შეეხება სამეფო ოჯახის ფოტოს, ის რეალურია და 1933-34 წლებში გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი.
პოსტში გამოყენებული მესამე ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტო 1957 წლის აპრილში, ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 12 წლის შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II-ის პარიზში ვიზიტის აღსანიშნავადაა გადაღებული. ფოტოს სრულ ვერსიაში დედოფალს ხელი აწეული არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელისაბედ II 1926 წელს დაიბადა და 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს მხოლოდ 10 წლის იყო, აპრაკუნე ჭიმჭიმელის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კი დედოფალი არა ბავშვი, არამედ ახალგაზრა ქალია.
რაც შეეხება ბრიტანელი ათლეტების ფოტოს, ის რუსულენოვან წიგნში — Нордические олимпийцы. Спорт в Третьем рейхе (ჩრდილოელი ოლიმპიელები, სპორტი მესამე რაიხში) — იძებნება. ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე ბრიტანელი ათლეტები ოლიმპიურ და არა ნაცისტურ სალამს იძლევიან.
აღსანიშნავია, რომ ნაცისტური მისალმება იქამდე ცნობილ ოლიმპიურ მისალმებას ძალიან ჰგავს. 1936 წლის ბერლინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ოლიმპიური მისალმება თანდათან სწორედ ამ მსგავსების გამო გაქრა. იქამდე ოლიმპიური მისალმება ოლიმპიადების პოსტერებზე, საფოსტო მარკებსა და სხვა ატრიბუტიკაზე აქტიურად გამოიყენებოდა. მიიჩნევა, რომ ორივე მისალმება სათავეს ძველი რომაული მისალმებისგან იღებს.
რაც შეეხება სამეფო ოჯახის ფოტოს, კადრი 17 წამიანი საარქივო ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეო 2015 წელს ბრიტანულმა გამოცემა, The Sun-მა გამოაქვეყნა.
ვიდეოში მცირეწლოვანი ელისაბედ II, მისი და მარგარეტი, დედა დედოფალი ელისაბედი და პრინცი ედვარდ VIII ჩანან. ეზოში თამაშის დროს დედა დედოფალი კამერისკენ იხედება და ხელს ნაცისტური მისალმების ნიშნად მაღლა წევს, მას პატარა ელისაბედიც ბაძავს, რამდენიმე წამში კი ხელის ამ მოძრაობას ედვარდ VIII-ც იმეორებს. ბავშვები მალევე თამაშს აგრძელებენ. BBC-ის მიხედვით, ვიდეო 1933 ან 1934 წელს, ჰიტლერის მიერ გერმანიაში ძალაუფლების მოპოვების დროსაა გადაღებული.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბუკინგემის სასახლემ გამოცემა ჩანაწერის გასაჯაროების გამო გააკრიტიკა, სასახლის განმარტებით, აღნიშნული ვიდეო მონარქის პირადი არქივიდან უნებართვოდ გავრცელდა. სასახლემ განმარტა, ისიც, რომ ვიდეოს გადაღების მომენტში, მსოფლიოში მოვლენების შემდგომი განვითარება რთული წარმოსადგენი იყო.
ბუკინგემის სასახლე: "ადამიანების უმეტესობა ამ სურათებს დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით შეხედავს. ესაა ოჯახი, რომელიც ეზოში თამაშისას მომენტალურად იმდროინდელ ახალ ამბებში ხშირად მოხვედრილ ჟესტს იმეორებს. იმ დროს მოვლენების შემდგომი განვითარება ვერავის წარმოედგინა. ნებისმიერი სხვა რამის დაკავშირება ამ ვიდეოსთან მცდარი და არაკეთილსინდისიერია. ამ კადრებში დედოფალი დაახლოებით ექვსი წლისაა".
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში აპრაკუნე ჭიმჭიმელი ანტიდასავლური შინაარსის პოსტების ხშირად აქვეყნებს.
ჭიმჭიმელი პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერის ირაკლი ჯანყარაშვილის ფეისბუქ გვერდის, პოლიტიკური სატირისა და კრემლისტური გამოცემა, News Front Georgia-ს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის კოსტანტინე ჩიკვილაძის პოსტებს აზიარებს.
ჭიმჭიმელი საქართველოში ფონდი ღია საზოგადოების აკრძალვასაც ითხოვს.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები