8 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც დაშორების შემდეგაც მეგობრობს
ხშირად ცნობილი წყვილების დაშორება სკანდალთან, საჯარო გარჩევებთან და ურთიერთობის გაწყვეტასთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, ჰოლივუდი ისეთ შემთხვევებსაც იცნობს, როცა ვარკსვლავებმა ხანგრძლივი მეგობრებისა თუ შვილების ხათრით ყოფილ პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 8 ვარსკვლავურ წყვილს, რომელიც დაშორების შემდეგაც მეგობრობს:
1. ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთად 1998 წლიდან იყვნენ და 2005 წელს 5-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ამის მიუხედავად, ჯენიფერის თქმით, ისინი დღემდე მეგობრობენ. გასულ წელს ისინი ზუმის საერთო შეხვედრასაც ესწრებოდნენ და ერთმანეთსაც გულიანად მიესალმნენ.
2. ენდრიუ გარფილდი და ემა სტოუნი
სპაიდერმენის ვარსკვლავები ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ, თუმცა ერთმანეთთან დღემდე მეგობრობენ:
"გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. მე მისი, როგორც ხელოვანის უდიდესი გულშემატკივარი ვარ. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა მისი წარმატება და იმის ნახვა, თუ როგორ იქცა ისეთ მსახიობად, როგორიც ახლაა. ძალიან კარგია, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ", — განაცხადა ენდრიუმ ემას შესახებ.
3. ნინა დობრევი და იან სომერჰოლდერი
ვამპირის დღიურების წყვილი ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და იანმა მსახიობ ნიკი რიდზე იქორწინა, ნინა დობრევს ცოლ-ქმართან დღემდე მშვენიერი ურთიერთობა აქვს.
"არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრობა უცნაურია. ეს მშვენიერია. რატომ არ შეიძლება ყველა ვმეგობრობდეთ? ვფიქრობ, მშვენიერი შვილი ჰყავთ, ისინიც ბედნიერები არიან და მეც. ამაში ცუდი რა არის? პრობლემას ვერ ვხედავ", — თქვა ნინამ იანის ოჯახის შესახებ.
4. გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი
მსახიობი გვინეტ პელტროუ და Coldplay-ს მთავარი ვოკალისტი კრის მარტინი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ, თუმცა დღემდე ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ. ის კი არა, გვინეტის თქმით, კრისს დღემდე ოჯახის წევრად თვლის და როცა ხელმეორედ დაოჯახდა, თაფლობის თვეში კრისი და შვილებიც წაიყვანა.
5. ელიზაბეთ ჰარლი და ჰიუ გრანტი
სკანდალური დაშორების მიუხედავად, ელიზაბეთ ჰარლი და ჰიუ გრანტი მეგობრებად რჩებიან. ელიზაბეტის თქმით, ჰიუ გრანტთან 30 წელიწადზე მეტია მეგობრობს, ამიტომ მასთან ურთიერთობა ვერ გაწყვიტა. ელიზაბეთმა ისიც აღნიშნა, რომ ჰიუს ცოლთან და შვილებთანაც კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
6. მერაია ქერი და ნიკ კენონი
მერაია და ნიკი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, თუმცა დღემდე მეგობრობენ და ტყუპების გაზრდაშიც თანაბრად არიან ჩართულნი.
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ჯანსაღი გზებით ავღზარდოთ. ის მერაია ქერია. სხვანაირად როგორ უნდა იყოს? ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი ქალია", — განაცხადა ნიკმა.
7. მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი
მართალია, ცნობილი მოდელი მირანდა კერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრობა და საერთო შვილი კვლავ აკავშირებთ. მირანდას თქმით, ორლანდოს ახალ პარტნიორთან მეგობრობს და მნიშვნელოვან მოვლენებს მასთან ერთად აღნიშნავს კიდეც.
8. ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი
ჯენიფერ გარნერის თქმით, შვილების სათანადო აღზრდისათვის ბენ აფლეკთან კვლავ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
"ჩვენთვის მთავარი ჩვენი შვილებია — ბოლომდე ვთანხმდებით იმაზე, თუ რა გვინდა მათთვის. მართალია, ჩემი შვილის ქორწილში ჩემს ქმართან ერთად ცეკვაზე ვეღარ ვიოცნებებ, მაგრამ მათი [შვილების] სახე უნდა ნახოთ, როცა ის [ბენ აფლეკი] ოთახში შემოდის. როცა ხედავ, რომ შენს შვილებს ვიღაც ასე გულწრფელად და ძალიან უყვართ, იმ ადამიანთან აუცილებლად იმეგობრებ", — განაცხადა ჯენიფერმა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები