ბელგია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის
ბელგიის ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულებს ამიერიდან 4-დღიანი სამუშაო კვირის მოთხოვნის უფლება აქვთ. კვირის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა და ანაზღაურება უცვლელია, თუმცა არჩევანის შემთხვევაში, დასაქმებულებს შეუძლიათ, კვირაში 5-ის ნაცვლად 4 დღე იმუშავონ.
ახალი კანონის მიხედვით, დამსაქმებელს 4-დღიანი სამუშაო კვირის მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია, თუმცა ეს უარი აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს. ბელგიის პრემიერმინისტრის თქმით, ახალი ცვლილებების მიზანი პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნაა და ის პანდემიის დროს შეცვლილი სამუშაო რეჟიმის გავლენით დაინერგა.
"ორი რთული წელი გავიარეთ. ამ გადაწყვეტილებით მწვანე შუქი ავუნთეთ უფრო ინოვაციურ, მდგრად და ციფრულ ეკონომიკას. ჩვენი მიზანი ხალხისა და ბიზნესის გაძლიერებაა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ახალი ცვლილებები დამატებით ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებას, სამუშაო საათების შემდეგ სამსახურთან დაკავშირებულ ზარებსა თუ შეტყობინებებს არ უპასუხოს. ამასთანავე, მცოცავი გრაფიკის მქონე დასაქმებულებს მომავალი სამუშაო საათები 7 დღით ადრე ეცოდინებათ.
ბელგია ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც სამუშაო დღეების რაოდენობა შეამცირა. 2020 წელს ისლანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელი მკვლევრებმა უდიდეს წარმატებად შეაფასეს. 2021 წლის დეკემბერში არაბთა გაერთიანებული საემიროები 4,5-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა, ხოლო პორტუგალიაში დამსაქმებელს არასამუშაო საათებში დასაქმებულის შეწუხება აეკრძალა.
რაც შეეხება საქართველოს, ოქტომბერში ქართული საწარმო ტენე 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ახალ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით დასაქმებულები ხუთი დღის განმავლობაში 8-საათიანი მუშაობის ნაცვლად, 4 დღე 10-10 საათის განმავლობაში მუშაობენ, დარჩენილი 3 დღე კი ისვენებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები