მოხდება ყველას დემონტაჟი, გაფრთხილებთ, თავი არ ჩაიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში — კალაძე უკანონო მშენებლობებზე
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განხორციელდება, ხოლო მაცხოვრებლებს მიმართავს, რომ "თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდონ" და სახლები თავად დაშალონ.
"ახლა ჩამოვედი მე აქ თბილისში და თაღლითურად მიწა მივიტაცე, მერე რა რომ 2 ბინა მაქვს, 3 მიწის ნაკვეთი რეგიონში, არ ვარგა, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ასე რომ, მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ტყუილად არ დაგახარჯინონ თანხები იმისთვის, რომ იქ რაღაც მშენებლობები განახორციელონ. მოხდება ყველას დემონტაჟი, გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ, თავი არ ჩაიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში, თავი არ ჩაიგდოთ მძიმე მდგომარეობაში. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები შეგიძლიათ, მოგცემთ მაგის საშუალებას, თქვენთვითონ განახორციელოთ დემონტაჟი და შემდეგ შეგიძლიათ მასალა გამოიყენოთ და არ გაგიფუჭდეთ", — განაცხადა მან.
კალაძის თქმით, მიუხედავად არაერთი პროვოკაციის, ქართული ოცნების ხელისუფლება "ბავშვების ინტერესებს" გვერდით არასდროს დებს. კალაძემ პირობა დადო, რომ არცერთი ოჯახი, რომელსაც ბავშვი ჰყავს და "მართლა უსახლკაროა" უყურადღებოდ არ დარჩება.
"მე მინდა განსაკუთრებით მივმართო ბავშვიან ოჯახებს — არცერთ თქვენგანს, ვინც დღეს უკანონოდ მიტაცებულ და შემდეგ უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამაზე, და აი, როგორც ადამიანი ადამიანს, ადამიანურად გეუბნებით, რომ არ დარჩებით არცერთი უყურადღებოდ, ყველა იქნებით უზრუნველყოფილი", — ამბობს ის.
მისივე მტკიცებით, კონკრეტული ტელევიზიები უკანონობას ახალისებენ. კალაძე მათ "დაფიქრებისკენ" მოუწოდებს.
"უკანონოდ სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება კატეგორიულად მიუღებელია. მინდა მივმართო, ასევე, ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით, რას აკეთებთ, თქვენ ახალისებთ პირდაპირ უკანონობას და ხვალ-ზეგ თქვენთან მოვლენ და თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ", — თქვა მან.
14 თებერვალს აფრიკის მცხოვრებლები მშენებლობების დაკანონების მოთხოვნით, სამგორის გამგეობაში შევიდნენ. მათ განაცხადეს, რომ არცერთი ადამიანი, მითუმეტეს, სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს და თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შენობის პიკეტირებას მოახდენენ.
11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მათი თქმით, მშენებლობის მწარმოებლებს გააფრთხილეს, რომ ნაგებობები დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს თავად განახორციელებენ.
28 იანვარს მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ამაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.
აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს სახლები 2020 წლის 15 დეკემბერს დაუნგრიეს. რასაც მოსახლეობის პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.
დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, კალაძე აცხადებდა, რომ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია. ასევე, ამბობდა, რომ მოსახლეობას სახლები და მიწები აქვთ და ისინი მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ. პასუხად ადგილობრივებმა თქვეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები