10 რამ, რაც ოჯახში ნორმალურად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში ტოქსიკურია
სიტყვა "ოჯახი" ყოველთვის უსაფრთხო და მყუდრო გარემოსა თუ მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას არ გულისხმობს. ხშირად ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ და "ნორმალური" ოჯახის სახის შენარჩუნებისთვის ტოქსიკურ გზებსაც მიმართავენ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ქმედებას, მოლოდინსა თუ აზრს, რომელიც ოჯახებში ნორმალურადაა მიჩნეული, თუმცა სინამდვილეში ტოქსიკურია:
1. შეხედულება, რომლის მიხედვითაც, შვილებს მშობლების "ვალი" აქვთ
შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას ზრდასრული ადამიანები თავად, დამოუკიდებლად იღებენ, ამიტომ ფრაზა "ჩემი გაჩენილი ხარ" უსამართლო და ტოქსიკურია. მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი არ აძლევს მშობელს უფლებას, შვილს — დამოუკიდებელ პიროვნებას — თავს მუდამ საკუთარი სურვილები მოახვიოს და მისი ცხოვრება აკონტროლოს.
2. კომუნიკაციის ნაკლებობა ოჯახის წევრებს შორის
პრობლემის მოგვარებისათვის ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია, აზრების გაცვლა და ემოციების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ზოგიერთ ოჯახში ეს ყველაფერი სირცხვილთან ასოცირდება და უმნიშვნელოდ ითვლება, რაც, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების გაუცხოებას იწვევს.
3. პირადი სივრცის დარღვევა
კომუნიკაციის აუცილებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს პირადი სივრცე უნდა დაურღვიონ. ერთმანეთის ოთახებში უნებართვოდ შესვლა, შეტყობინებების წაკითხვა და პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა მიუღებელია და ერთი ოჯახის წევრობა არ ამართლებს.
4. "როდის თხოვდები?" / "ცოლი როდის მოგყავს?"
გარკვეული ასაკის მიღწევისთანავე ზოგიერთი ოჯახის ერთადერთი სადარდებელი ისაა, თუ როდის იპოვის მათი შვილი ცოლს ან ქმარს. რა თქმა უნდა, შვილის დაოჯახების სურვილში უცნაური არაფერია, თუმცა ყოველდღიურად მათი დამცირება, კითხვებით შეწუხება და ზოგჯერ იძულებაც კი ტოქსიკურია.
5. "ნუ მეპასუხები"
ოჯახის უფროსი წევრების მიერ უმცროსების მსგავსი "არგუმენტით" დაჩაგვრა და მათთვის ახსნისა და აზრის გამოხატვის საშუალების წართმევა ზოგჯერ შესაძლოა, ფსიქოლოგიურ ძალადობასთანაც გავაიგივოთ. მსგავსი მიდგომა ადამიანებს არწმუნებს, რომ მათი აზრი და სიმართლე უმნიშვნელოა.
6. შვილების ერთმანეთთან შედარება
ალბათ, "სამაგალითო" უფროსი დისა თუ ძმისთვის შედარება და მშობლის სახეზე იმედგაცრუების დანახვა ყველა ბავშვის ყველაზე დიდი შიშია. ამის გამო ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ფასი მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა წარმატებას აღწევენ და ამისთვის ქებას იმსახურებენ. ამ მიდგომას, თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, შესაძლოა, დედმამიშვილებს შორის ურთიერთობის გაფუჭებაც მოჰყვეს.
7. ის აზრი, რომ ოჯახის წევრს ყველაფერი ეპატიება
ოჯახში ფიზიკური ძალადობის შემთხვევაშიც კი უამრავი ადამიანი თვლის, რომ მსხვერპლმა დამნაშავეს დანაშაული მხოლოდ იმიტომ უნდა აპატიოს, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა — ჩვენთვის ზიანის მოყენების უფლება არავის აქვს.
8. წონის შესახებ კომენტარები, რომელთაც "მზრუნველობით" ამართლებენ
ჩვენ ირგვლივ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანს ოჯახის წევრები წონის გამო დაცინიან ან აკრიტიკებენ და ამას "მზრუნველობით" ამართლებენ — თითქოს, მსგავს მიდგომას წონასთან და კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეეძლოს.
9. ფიზიკური დასჯის ხერხების გამოყენება
ალბათ, უფროსი თაობისგან ხშირად გაგვიგია, რომ მშობლები ხშირად სცემდნენ. სახეში გარტყმა, შენჯღრევა თუ ბავშვების "გამოსასწორებლად" გამოყენებული სხვა გზები რომ ჯანსაღი და სწორი არაა, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.
10. ბავშვების იძულება, უცხო ადამიანებს ჩაეხუტონ ან აკოცონ
ჩვენ ირგვლივ მშობლები ბავშვებს ხშირად საყვედურობენ, როცა ისინი ხშირად უცხო ადამიანების ჩახუტებასა თუ კოცნაზე უარს აცხადებენ. ბავშვისთვის ფიზიკური კონტაქტის დაძალება მისი სურვილების უგულებელყოფასა და იმ მცდარი აზრის განმტკიცებას გულისხმობს, რომ სხვებს ჩვენთან ფიზიკური კონტაქტის დამყარების უფლება ჩვენი ნებართვის გარეშე აქვთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები