საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადერა ჯორჯია ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს
17 თებერვალი, 2022 — საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო მადერა ჯორჯია აქტიურად აგრძელებს განვითარებას. სულ მალე, კომპანია ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს.
მადერა ჯორჯიას საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა დ საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 2,19 მილიონამდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ახალ საწარმოს ქუთაისში აშენებს.
"მადერა ჯორჯია საწარმოო პროცესში საქართველოს რეგიონებში არსებული ძველი ხის სახლების მშენებლობაში გამოყენებულ მეორად მუხას მოიხმარს, კომპანიის დევიზია "ძველი ხის ახალი სიცოცხლე". კომპანია ავეჯს, პანელებსა და პარკეტს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე, მადერა ჯორჯია არაერთ სასტუმროსა და სხვა ობიექტების პროექტებს უზრუნველყოფს ავეჯითა და სხვა ხის პროდუქციით. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს გერმანიაში, ჰოლანდიაში, ისრაელსა და თურქეთში", — აცხადებს დავით ქარქაშაძე, მადერა ჯორჯიას დამფუძნებელი.
"მადერა ჯორჯია დაარსების დღიდან თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან. უკვე 18 წელია, ჩვენს პარტნიორთან ერთად ვავითარებთ ბიზნესს — შევიძინეთ ხის გადამამუშავებელი დაზგა-დანადგარები, გავაფართოვეთ საწარმოო სივრცე, ავაშენეთ ნედლეულის სასაწყობე ფართი და ამჟამად ვაშენებთ კიდევ ერთ საწარმოს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ახალ ბაზარზე გასატანი პროდუქციის წარმოებაც დავიწყოთ", — დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.
"საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების მხარდაჭერას. ჩვენი და მადერა ჯორჯიას მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებას. მადერა ჯორჯიას მიერ დამზადებულ პროდუქციას რესტავრირებული სახე აქვს, რაც დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სამომავლოდ კი მადერა ჯორჯიას მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი ევროპასა და ისრაელში, როგორც რაოდენობის, ისე ახალი ასორტიმენტის დამატების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, ახალი საწარმო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიას ამ და სხვა გეგმების განხორციელებაში", — აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები