ომიკრონის ტალღამ დაღმასვლა დაიწყო — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ომიკრონის ტალღამ დაღმასვლა დაიწყო. მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისიდან ექნებათ საშუალება შეაფასონ, გადაიარა თუ არა პიკმა.
"ომიკრონის ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც, ასევე, აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავიდა. უკვე, მე ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან, სამშაბათი, იცით, რომ არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია, გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად პიკი უკვე გადავა", — განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია შედარებით შენელებულია. როგორც გაბუნია განმარტავს, ეს, შესაძლოა, მიმდინარე პერიოდში ბევრი ადამიანის ინფიცირებით აიხსნას.
"ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და ამდენად, შესაძლოა, მათ ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს, ვაქცინაციის თაობაზე. თუმცა სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ და ისევ მთავარ პრიორიტეტად", — თქვა მან.
17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 24 110, ხოლო გარდაიცვალა 55 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჯამში ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის, 32 295 ანტიგენ ტესტი, ხოლო 20 617 PCR ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29,57%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 32,01%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 30,99%.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები