სამგორში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი მოხდა — მუნიციპალური ინსპექცია
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, სამგორში სამი კაპიტალური შენობა და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობის დემონტაჟი მოხდა. ინსპექციის განმარტებით, მათ სამართალდარღვევით აშენებდნენ.
"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც, ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა", — ნათქვამია განცხადებაში.
11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. როგორც მათ თქვეს, მშენებლობის მწარმოებლებს გააფრთხილეს, რომ ნაგებობები დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს თავად განახორციელებენ.
14 თებერვალს აფრიკის მცხოვრებლები მშენებლობების დაკანონების მოთხოვნით, სამგორის გამგეობაში შევიდნენ. მათ განაცხადეს, რომ არცერთი ადამიანი, მითუმეტეს, სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს და თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შენობის პიკეტირებას მოახდენენ.
16 თებერვალს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განხორციელდება, ხოლო მაცხოვრებლებს მიმართა, რომ "თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდონ" და სახლები თავად დაშალონ.
28 იანვარს მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ამაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.
აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს სახლები 2020 წლის 15 დეკემბერს დაუნგრიეს. რასაც მოსახლეობის პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.
დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, კალაძე აცხადებდა, რომ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია. ასევე, ამბობდა, რომ მოსახლეობას სახლები და მიწები აქვთ და ისინი მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ. პასუხად ადგილობრივებმა თქვეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები